სარეგისტრაციო პირობები

მოგესალმებით. მოცემული ჯგუფი გახლავთ პროექტ TSGroup-ის ოფიციალური ჯგუფი. თავიდანვე დავძენთ რომ ეს ჯგუფი არ არის FOREX-ქსელი. რომელიც მიმართულია ეგრედ წოდებული ფორექს "ტრეიდინგის" შესწავლის კიდევ მორიგი, გადამუშვებული ან გადაღეჭილი ინფორმაციის ჯგუფი. ამ ჯგუფში იქნება განხილული როგორც NYSE, CME, Futures,Forts, ბირჟები და Forex-ბაზარი. შესაძლოა ვინმესთვის ეს დეფინიცია გაუგებარი იყოს რომ ფორექსი გამოყოფილია ბირჟებისაგან და რატომ? ბირჟა ეს არის ხალხთა კრებული სადაც ხდება აქტივების მეშვეობით ვაჭრობა, სადაც რეალურად ადამიანები ახდენენ გარიგებებს და გააჩნიათ გეოგრაფიული ადგილი. ფორექსის შემთხვევაში კი სულ სხვაგვარად გვაქვს საქმე. უნდა იცოდეს საზოგადოებამ რომ ფორექსი როგორც ასეთი ბირჟა არ არსებობს. იგი არის ვირტუალური დახურული სავაჭრო პლატფორმა, სადაც ახდენენ ბროკერები ვაჭრობას ტრეიდერებთან, სხვა სიტყვით ფორექს ბროკერი გევაჭრებათ თვენ. აქვე დავძენთ რომ არანაირი ბანკი არ ახურდავებს იმ ფორექსში ფულს რაშიც თქვენ საბროკერო კომპანიები გიშვებენ, ბანკები მუშაობენ რეალურ ფორექს ბირჟაზე რომელსაც ეწოდება Futures FX, სადაც ვაჭრობა ხორციელდება ბანკებისა და ჰეჩფონდების მეშვეობით, სავალუტო ინდექსის ფასთა ცვლაზე. ხოლო ეგრედწოდებული ფორექს ბროკერები გაწვდით მარტო მაგ კოტირებას და თქვენი პოზიციები არსად არ გადის, გარდა ბროკერის შიგნით ან კონტრაგენის მეშვეობით, რომელიც გვევლინება უფრო დიდი საბროკერო კომპანია, ან ნაწილობრივ ჰიბრიდულ ბანკ-საბროკეროდ. ასე რომ გარდა გრამატული ვაჭრობისა ტრეიდერს მართებს შეარჩიოს დიდი და კარგი საბროკერო, სადაც მის კაპიტალს ნაკლები პრობლემა შეექმნება. მოცემული ჯგუფი ორიენტირებულია რეალურ ტრეიდინგზე რეალურ ბირჟებზე ორიენტაციისათვის. აქვე დავამატებთ რომ ჩვენს მიერ მოწოდებული პრაქტიკული ცოდნა მუშაობს არა მარტო რეალურ ბირჟაზე, არამედ გარე ბირჟაზეც, ანუ Forex-ზეც. ასე რომ ადამიანი თავად ირჩევს რომელ ბაზარზე იმუშვებს. ამიტომაც მოცემული ჯგუფის წევრები, არ იქნებიან მიჯაჭული ერთ რომელიმე ბაზარზე, არამედ გაიგებენ ზოგადად ტრეიდინგის ძირეულ არსს და პრაქტიკულ მომენტებს, თუ სინამდვილეში როგორ იგება ბაზრის ძირი და რა აყალიბებს ამ ყველა არსებულ ცნობილ თუ უცნობ ტენდეციებს.