კეთილი იყოს თქვენი მობრძანება,
სტუმარი
|
|
გამარჯობა მაინტერესებს როგორ მივაბა ბინანსზე რაიმე პლატფორმა(უფასო) რო უკეთ ვისწავლო და ვივაჭრო tiger ზე მითხრეს და დავრეგისტრირდი უბრალოდ ტექნიკურად როგორ გამოვიყენო?
|
ადმინისტრატორმა აკრძალა პუბლიკაციების განთავსება დაურეგისტრირებელ პირებზე.
|
|
გამარჯობა, იმისათვის, რომ ბინანს სავაჭრო პლატფორმა მიაბა (უფასო, ფასიანი), ამისათვის საჭიროა, რომ ბინანსის შენს ანგარიშზე შექმნა API გასაღები და Secret გასაღები. ეს ორივე იქმნება შენს პირად კაბინეტში. ამის შემდეგ უკვე ქმნი დაკავშირებას იმ სავაჭრო პლატფორმასთან, რომლითაც გსურს ბინანსზე ვაჭრობა, შეგყავს ეს API გასაღები და Secret გასაღები და იწყებ ვაჭრობას. რაც შეეხება Tiger trade-ს, ნამდვილად ყველაზე საუკეთესო პლატფორმაა კრიპტობირჟებზე სავაჭროდ, აქვს ყველა ინსტრუმენტი რაც ჭირდება სკალპერს, მაგრამ აქვს ერთი დიდი მინუსი, მოითხოვს ძალზედ დიდ რესურს კომპიუტერის. თუ შენი კომპიუტერის ოპერატიული მეხსიერება 16 GB მაინც არ არის, სასურველია 32 GB, Tiger Trade გაგაწამებს და ვერ ივაჭრებ ნორმალურად. თუ შენი კომპიუტერის ოპერატიული მეხსიერება 4-8 GB, მაშინ არსებობს სხვა გამოსავალი: Quantower, გრაფიკების სანახავად და ტექნიკური და მოცულობითი ანალიზისათვის და Cscalp-ის ჭიქა და ლენტი უშუალოდ გარიგებების დასადებად ბაზარზე. Quantower-ის API გასაღებით და Secret გასაღებით მიბმა არ დაგჭირდება, მისი დემო ვერსია იძლევა live გრაფიკებს, ერთადერთი რაც დემო ვერსიაზე შეზღუდვა აქვთ, ეს არის volume profile, რომელიც მხოლოდ ფასიან ვერსიაშია ხელმისაწვდომი, მაგრამ აქედანაც არსებობს გამოსავალი, Tradingview-ს აქვს მოცულობის პროფილი, ასე რომ გრაფიკების სანახავად და ანალიზისათვის გამოიყენებ ამ ორ პროგრამას Quantower-ს და Tradingview-ს, ხოლო რაც შეეხება Cscalp-ის ჭიქას, ისიც API გასაღებით და Secret გასაღებით უნდა მიაბა ბინანსის შენს ანგარიშს. Quantower-ის დაყენება შეგიძლია აქედან: www.quantower.com/download, ხოლო Cscalp-ი შეგიძლია ჩამოტვირთო და დააყენო აქედან: fsr-develop.com. კიდევ ერთი მომენტი, Cscalp-ი აბსოლუტურად უფასოა, მათ შორის live ვერსიაც.
|
ადმინისტრატორმა აკრძალა პუბლიკაციების განთავსება დაურეგისტრირებელ პირებზე.
მოცემულმა მომხმარებელმა გამოხატა მადლიერება: Moderator, nickbrili
|
|
დიდი მადლობა გაიხარე მივაბი ტაიგერზე და არ ჭედავს მარა ჯერ არ მივაჭრია ბევრი. კომპი მაქ 8 ოპერატიული იმეებსაც ვნახავ რაც მითხარი და რომელიც გამიადვილდება იმას დავუმუღამებ და ნელ ნელა გავერკვევი რაღაცეებსაც ვიკითხავ ხოლმე აქ. ძაან ბევრი რამე არ ვიცი. მაგ ჭიქის და ლენტის გამოყენების სწავლა როგორც გავიგე საკმაოდ კარგად ადგებათ და მინდა გავერკვიო. მადლობა
|
ადმინისტრატორმა აკრძალა პუბლიკაციების განთავსება დაურეგისტრირებელ პირებზე.
მოცემულმა მომხმარებელმა გამოხატა მადლიერება: trader
|
მოგესალმებით კოლეგებო. 10.08.2022 საღამოს 8 საათზე ჩართვა.
განვიხილოთ სხვადასხვა თემები და მივიღოთ კითხვებზე პასუხები.