Forum TSGroup ყველაფერი ვაჭრობის შესახებ
  • მთავარი
  • სტატიები
  • სხვადასხვა
    • ჩვენი პოზიციები
    • ანალიტიკა
    • ბაზრის მიმოხილვა
    • სწავლება
      • ვიდეო გაკვეთილები
      • ჩვენი ტრენერები
    • ინსტრუმენტები
      • ლოტ-კალკულატორი
      • ტერმინთა ლექსიკონი
      • ფიუჩერსული საექსპერაციო კონტრაქტები
      • TS ეკონომიური კალენდარი
    • ვებინარები
    • ვიდეო ბიბლიოთეკა
    • დოკუმენტური ფილმები
  • სიახლეები
  • ფორუმი
  • ჩვენს შესახებ
  • კონტაქტები

Sidebar

  • რეგისტრაცია
  • მილოცვა
  • რეგისტრაცია
  • სახელი დაგავიწყდათ?
  • პაროლი დაგავიწყდათ?

Sidebar

  • რეგისტრაცია
  • მილოცვა
  • რეგისტრაცია
  • სახელი დაგავიწყდათ?
  • პაროლი დაგავიწყდათ?
  • თავსართი
  • ბოლო თემები
  • ძიება
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, სტუმარი
ლოგინი: პაროლი: დამიმახსოვრე
დაგავიწყდათ პაროლი? დაგავიწყდათ ლოგინი? რეგისტრაცია
ფორუმი
მთავარი განყოფილება
ფორუმის წესები

კატეგორიის თავსართი

TS Group-ის საიტისა და TS Group-ის საიტის ფორუმის გამოყენების პირობები და წესები
ძირითადი დებულებები

1. TS Group-ის საიტის ფორუმი წარმოადგენს TS Group-ის საკუთრებას;

2. TS Group-ის საიტი და TS Group-ის საიტის ფორუმი დაცულია საქართველოს კანონმდებლობით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ და ინტელექტუალური საკუთრების სხვა ნორმატიული აქტებით;

3. TS Group-ის საიტის მასალები დაცულია საავტორო უფლებით და მისი
ნებისმიერი სახით არასანქცირებული გამოყენება ჩაითვლება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის დარღვევად და მოჰყვება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი რეაქცია;

4. საავტორო უფლების დარღვევის შემდეგ, თქვენ ავტომატურად ჩამოგერთმევათ ამ საიტის გამოყენების უფლება და დაგევალებათ დაუყონებლივ გაანადგუროთ ყველა მასალა, რაც ამ საიტიდან იქნა ჩამოტვირთული და გავრცელებული;

5. TS Group უფლებას იძლევა ფორუმზე განთავსებული მასალები ჩამოტვირთოთ და შეინახოთ პირადი გამოყენებისათვის;

6. კატეგორიულად იკრძალება ფორუმის მასალის მთლიანი ან ნაწილობრივი სახის ნებისმიერი კომერციული მიზნებისათვის გამოყენება;

7. ფორუმის მასალების სხვა საიტზე ან კომპიუტერულ ქსელში განთავსება ნებადართულია მხოლოდ TS Group-ის საიტის აქტიური ბმულის მითითებით;

8. TS Group-ის საიტზე განთავსებული ყველა მასალაზე უფლება აქვს მხოლოდ TS Group-ს;

9. TS Group-ის საიტი არ ავრცელებს იმ მასალებს, რომლებიც ეკუთვნით სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს მათი ნებართვის გარეშე. თუკი TS Group-ის საიტზე ამგვარი მასალა განთავსებული იქნება მესამე პირის მიერ ავტორის ნებართვის გარეშე, მაშინ მასალის ავტორმა უნდა მიმართოს საიტის ადმინისტრაციას საკითხის გასარკვევად. ყველა პრეტენზია განხილული იქნება გონივრულ ვადაში;

10. TS Group-ის საიტზე განთავსებული საავტორო სტატიები, რომლებიც შეიცავენ სახელსა და გვარს, ინტერნეტ ფსევდონიმს ან სხვა რაიმე მაიდინტიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს TS Group-ის საკუთრებას, რომელიც დაცულია საქართველოს კანონმდებლობით;

11. TS Group-ის საიტზე განთავსებული სტატიების საავტორო უფლება ეკუთვნით სტატიის ავტორებს;

12. სტატიის ავტორს აქვს უფლება გამოაქვეყნოს თავისი სტატია საკუთარ საიტზე ან გაავრცელოს სხვა რესურსებით, მხოლოდ ვალდებულია თან დაურთოს TS Group-ის საიტის აქტიური ბმული;

13. თუკი TS Group-ის საიტზე განთავსებული სტატია ხელმოუწერელია, მაშინ ეს სტატია მომზადებულია TS Group-ის საიტის ავტორთა ჯგუფის მიერ და წარმოადგენს TS Group-ის საკუთრებას;

14. TS Group-ის საიტზე განთავსებული მასალიდან სრული ან ნაწილობრივი ციტირება ნებადართულია მხოლოდ TS Group-ის საიტის ადმინისტრაციის ნებართვის შემდეგ. ამასთან, მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია მითითებულ იქნას მასალის TS Group-ის საიტის აქტიური ბმული;

15. ნებადართულია TS Group-ის საიტზე განთავსებული მასალიდან ნაწილობრივი ციტირება ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტების გათვალისწინებით:
ციტირებული მონაკვეთის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს საიტზე განთავსებული მთლიანი მასალის 25%-ს (მოცულობაში იგულისხმება დაბეჭდილ სიმბოლოთა ერთობლიობა);
TS Group-ის საიტზე განთავსებული მასალის ფრაგმენტების გამოყენება უნდა მოხდეს გრამატიკული ნიშნების გამოყოფით ან სხვა რაიმე ფორმით, რომლითაც დადასტურდება მასალის ციტირება;
აუცილებლად მითითებული უნდა იყოს: ა) იმ სტატიის ავტორი, საიდანაც ხდება ციტირება (სახელი ან გვარი, ან ინტერნეტ ფსევდონიმი ან სხვა რაიმე მაიდინტიფიცირებელი ნიშანი) და ბ) წყარო TS Group-ის საიტიდან აქტიური ბმულით;

16. TS Group-ის საიტზე გამოყენებული დიაგრამების, სურათებისა თუ სხვა მასალის გამოყენება საკუთარ ან სხვა რაიმე საინფორმაციო საშუალებებში უნდა მოხდეს მასალაზე TS Group-ის საიტის აქტიური ბმულის მითითებით; დაუშვებელია აღნიშნული მასალის ნებისმიერი სახით მოდოფიკაცია და ამგვარად გავრცელება TS Group-ის საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე;

17. TS Group-ის საიტის ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი რაიმე სახის დანაკარგსა თუ დაზიანებაზე, რაც შეიძლება დაფიქსირდეს საიტის ინფორმაციის გამოყენების შემდეგ მესამე თუ სხვა პირის მიერ მასალის არასწორი და დამახინჯებული შინაარსით გააზრებისა თუ გამოყენების შემთხვევაში;

18. TS Group-ის საიტის ადმინისტრაცია უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს ზემოთ ჩამოთვლილი პირობები. TS Group-ის საიტის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნულ პუნქტებზე ნებისმიერი ცვლილება გამოაქვეყნოს TS Group-ის საიტზე და TS Group-ის საიტის ფორუმზე;

19. TS Group-ის საიტის ადმინისტრაცია უფლებამოსილია ცალმხხრივად გააუქმოს TS Group-ის საიტზე განთავსებული მასალის გამოყენებაზე გაცემული ნებართვა ყოველგვარი მიზეზის ახსნის გარეშე.

ფორუმის წესები

1. TS Group-ის საიტის ფორუმის წესები სავალდებულოა ფორუმის უკლებლივ ყველა მონაწილისათვის;

2. TS Group-ის საიტის ფორუმზე რეგისტრაციისას იკრძალება უცენზური სიტყვებით დარეგისტრირება;

3. TS Group-ის საიტის ფორუმზე იკრძალება უცენზურო ლექსიკის გამოყენება (მათ შორის შენიღბული ფორმით);

4. TS Group-ის საიტის ფორუმზე იკრძალება უცენზურო საიტების მისამართების გამოქვეყნება;

5. TS Group-ის საიტის ფორუმზე იკრძალება პირდაპირი თუ ირიბი სახის შეურაცხყოფა და შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება;

6. TS Group-ის საიტის ფორუმზე იკრძალება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აკრძალული ინფორმაციის გავრცელება;

7. TS Group-ის საიტის ფორუმზე იკრძალება საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნებისმიერი სახის ქმედების პირდაპირი თუ ირიბი მოწოდება/პროპაგანდირება ან წახალისება მსგავსი მიმართულებით;

8. TS Group-ის საიტის ფორუმზე იკრძალება ნებისმიერი სახის პოლიტიკური, სოციალური თუ რელიგიური პროპაგანდა და მსგავსი მიმართულებით აქტიურობა;

9. TS Group-ის საიტის ფორუმზე იკრძალება ცრუ ინფორმაციის გავრცელება;

10. TS Group-ის საიტის ფორუმზე იკრძალება ქართული ენის მიზანმიმართული დამახინჯება;

11. TS Group-ის საიტის ფორუმზე იკრძალება უცხოენოვანი კლავიატურით ინფორმაციის განთავსება გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამისი გაკეთება აუცილებელია ან საქმე ტერმინოლოგიურ ნიუანსებს ეხება. უცხოენოვანი ურთიერთობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ფორუმზე გამოჩნდება უცხო ქვეყნის უცხოენოვანი მომხმარებელი და ინგლისურად (საერთაშორისო ენა) ან თავის მშობლიურ ენაზე დასვამს შეკითხვას;

12. TS Group-ის საიტის ფორუმზე იკრძალება ნებისმიერი სახის რეკლამირება TS Group-ის საიტის ფორუმის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე;

13. TS Group-ის საიტის ფორუმზე იკრძალება ერთიდაიგივე შინაარსის თემის გახსნა სხვადასხვა განყოფილებაში;

14. TS Group-ის საიტის ფორუმზე იკრძალება იმგვარი თემების შექმნა, რომლის შინაარსი არ ეხმიანება TS Group-ის საიტის პოლიტიკასა და ამ საიტის ეგიდით დასმულ საკითხებს;

15. TS Group-ის საიტის ფორუმზე იკრძალება საუბარი თავისუფალ თემებზე, რომლებიც არ ეხმიანება TS Group-ის საიტის პოლიტიკასა და ამ საიტის ეგიდით დასმულ საკითხებს;

16. TS Group-ის საიტის ფორუმზე იკრძალება არალიცენზირებული კომერციული პროგრამული უზრუნველყოფის, სხვადასხვა პროგრამის გამტეხისა და ამ მიზნით პაროლების გენერატორების გამოქვეყნება;

17. TS Group-ის საიტის ფორუმზე თემის შიგნით იკრძალება მომიჯნავე ან უცხო თემის შესახებ საუბარი;

18. TS Group-ის საიტის ფორუმზე იკრძალება თემის შიგნით პირადი მიმოწერები;

19. TS Group-ის საიტის ფორუმზე იკრძალება თემის ან თემების თვითნებური მოდელირება. ფორუმის მონაწილე სხვას შენიშვნას არ აძლევს, პრობლემის შესახებ ის უკავშირდება თემის მოდერატორს და მისი საშუალებით აწარმოებს თემის შიგნით პრობლემის მოგვარებას;

20. TS Group-ის საიტის ფორუმზე იკრძალება მოდერატორისა თუ TS Group-ის საიტის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების განხილვა;

ადმინისტრირება და მოდელირება

1. TS Group-ის საიტისა და TS Group-ის საიტის ფორუმის ადმინისტრატორებსა და მოდერატორებს უფლება აქვთ რედაქტირება გაუწიონ, გადაიტანონ თემიდან თემაში, დახურონ ან წაშალონ ის თემები და შეტყობინებები, რომელიც არ აკმაყოფილებს TS Group-ის საიტისა და TS Group-ის საიტის ფორუმის წესებს;

2. TS Group-ის საიტისა და TS Group-ის საიტის ფორუმის ადმინისტრატორებს უფლება აქვთ თავიანთი შეხედულებისამებრ განმარტონ TS Group-ის საიტისა და TS Group-ის საიტის ფორუმის წესების ის პუნქტები, რომლებმაც მომხმარებელში ორაზროვნება ან გაუგებრობა გამოიწვია;

3. TS Group-ის საიტის ფორუმის მოდერატორების მისამართით საჩივარი განიხილება მხოლოდ TS Group-ის საიტისა და TS Group-ის საიტის ფორუმის ადმინისტრატორებთან და მხოლოდ პირად შეტყობინებებში;

4. TS Group-ის საიტისა და TS Group-ის საიტის ფორუმის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

თემები კატეგორიაში: ფორუმის წესები

0 პასუხები emo
ფორუმის შესახებ (ვიდეო)
სტატია დაიწყო 1 year 9 months უკან ნაპასუხები Adminsupport
248 ნახვა.
Adminsupport's Avatar ბოლო ნაპასუხები Adminsupport
1 year 9 months უკან
ფორუმი
მთავარი განყოფილება
ფორუმის წესები
გვერდის შექმნის დრო: 0.171 წამი

OFFICIAL YOUTUBE CHANNEL

ეს გახლავთ ჩვენი ოფიციალური YOUTUBE არხი. სადაც ჩეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ახალ ვიდეო მასალებს. ამისათვის გამოიწერეთ, დააკლიკეთ სარის ღილაკს და თქვენ არ დარჩებით ახალი მასალის გარეშე.
Youtube

FACEBOOK Page

ჩვენი ოფიციალური FACEBOOK გვერდი. რომლის მეშვეობითად  თქვენ გექნებათ საშუალება თვალყური ადევნოთ საიტზე განახლებებს, ახალ სტატიებს ან სხვა მოვლენებს ასევე შეიტყოთ ახალი განცხადებები ჩვენს მიერ.
Facebook

FACEBOOK GROUP

ჩვენი ოფიციალური FACEBOOK ჯგუფი. რომლის მეშვეობითად  თქვენ გაიგებთდახურულ ინფორმაციას რაც ფეისბუქ გვერდზე არ იდება, განცხადებები, ანონსები, გამოკითხვები, კითხვებზე პასუხები და სხვა...
Facebook

Telegram

იმის გამო რომ ჩვენი Facebook ჯგუფი ძირითადად ინფორმაციის მიღების ხასიათის არის. ბევრს სურვილი აქვს დაწეროს და გამოხატოს აზრი, ან გააზიაროს რაღაც ანალიზი, ინფორმაცია და ა.შ. იმისათვის რომ ჩვენთან იყოს ამაზე დისკუსია. ამიტომ ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა შეექმნა ტელეგრამ შესაბამისი ჯგუფი.
Telegram

         

© 2020-2021 TSGroup ყველა საავტორო უფლება დაცულია. http://tsgg.ge/ მიერ. ინფორმაციის ჩვენს გარეშე გავრცელება და პლაგირება არის უხეში საავტორო უფლების დარღვევა რომელიც ისჯება კანონით.


 

გამოგვიწერეთ

შეიყვანეთ თქვენი მეილი იმისთვის რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი სიახლეები.
იმ შემთხვევაში თუკი ხართ რეგისტრირებული, არ გჭირდებათ გამოწერა რადგან უკვე ხართ გამომწერი.
10.08.2022

მოგესალმებით კოლეგებო. 10.08.2022 საღამოს 8 საათზე ჩართვა.
განვიხილოთ სხვადასხვა თემები და მივიღოთ კითხვებზე პასუხები.