ჩვენი საიტის გუნდი თქვენთან ერთად პირველად ხვდება ახალ წელს. 2020 წელი სავსე იყო მაკროეკონომიკური სიახლეებითა და მოულოდნელობებით... თუმცა ახლა სხვა რამის თქმა გვსურს... 2020 წელს ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდით და ვმსჯელობდით. იყო გამოუცდელობის გამო გამოწვეული შეცდომების დაშვების შიში, იყო გამბედაობის არარსებობა, იყო კამათი იმაზე, ღირდა თუ არა ამ პროექტის გაშვება ან სულაც, თუ გავუშვებდით ამ პროექტს, შევძლებდით თუ არა შემდეგ მის მართვას....
ბოლოს გადავწყვიტეთ.
გადავწყვიტეთ, რომ მართლაც დიდი ხნის დაუღალავი შრომის ნაყოფი გვეჩვენებინა საზოგადოებისათვის და... აი, 2020 წლის 26 ივლისს საიტი ჩვენს ჯგუფთან ერთად პირველად წარსდგა ფართო აუდიტორიის წინაშე.
ჩვენ არ ვიცით რამდენად წარმატებულია ეს პროექტი. ისიც კი არ ვიცით, შევძელით თუ არა ვინმეს დახმარება, თუმცა ერთი რამ ცხადია - ჩვენი მიზანი, ვისაც სურდა ჩვენი შეძლების ფარგლებში დავხმარებოდით, მაინც რეალიზებულ იქნა.
2020 წლის განმავლობაში ჩვენ შევეცადეთ გვენახებინა მუშაობისა და თანამშრომლობის ის კრიტერიუმები, რითაც სამომავლოდ ვიხემძღვანელებთ.
2020 წელი საკმაოდ თავისებური იყო პანდემიური ფონიდან გამომდინარე და შესაბამისად მსოფლიოში ბევრი პროექტი ჯერ კიდევ განუხორციელებელი დარჩა და ამ ნიშნით მით უფრო ჩვენ რა გვეთქმის, მაგრამ ერთი რამ ძლიერ მნიშვნელოვანია... ჩვენმა პროექტმა განვითარება ფორუმის დაარსებაში ჰპოვა და ამ სივრცეში უკვე, მართალია მცირე დოზით, მაგრამ მაინც დაიწყო მნიშვნელოვანი თემების განხილვა, რაც მომავალ ტრეიდერებს აუცილებლად დაეხმარება განვითარებისა და სრულყოფის გზაზე.
მეგობრებო! კოლეგებო!
TS GROUP გილოცავთ ახალ 2021 წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულსა და წარმატებებს. დაე, ეს წელი ახალი გამარჯვებებისა და ახალი სიმაღლეების დაპყრობის წელი ყოფილიყოს და ერთობით გვეგემოს ის ტკბილი ნაყოფი, რაც პატიოსან შრომას მოაქვს.
და, კიდევ ერთხელ....
გ ი ლ ო ც ა ვ თ ა ხ ა ლ წ ე ლ ს ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! !