TSGroup TSGroup TSGroup Georgian
  • მთავარი
  • სტატიები
  • სხვადასხვა
    • ჩვენი პოზიციები
    • ანალიტიკა
    • ბაზრის მიმოხილვა
    • სწავლება
      • კურსის შესახებ
      • ვიდეო გაკვეთილები
      • ბროკერი
      • უცხოური ვიდეო გაკვეთილები
      • ახალბედებისთვის
    • ინსტრუმენტები
      • ლოტ-კალკულატორი
      • ეკონომიური კალენდარი
      • ტერმინთა ლექსიკონი
    • ვებინარები
  • სიახლეები
  • ფორუმი
  • ჩვენს შესახებ
  • კონტაქტები

Sidebar

  • რეგისტრაცია
  • მილოცვა
  • რეგისტრაცია
  • სახელი დაგავიწყდათ?
  • პაროლი დაგავიწყდათ?
kaenruuk

ოსცილატორები

დეტალები
ლაშა მარტაშვილი logo
შექმნილია: 13 დეკემბერი 2020

ოსცილატორი, ლათინური სიტყვაა -(oscillo) და ნიშნავს მოძრაობას. ტექნიკურ ანალიზში, ოსცილატორები წარმოადგენენ მათემატიკურ გამოხატულებას ფასის მოძრაობის სისწრაფისა დროსთან მიმართებაში. სწორედ ამის გამო, მათ წინსწრებ ინდიკატორებსაც ეძახიან.

ოსცილატორებს ძირითადად გამოიყენებენ ფასის ე.წ. „გაჯერებული ყიდვისა“ და „გაჯერებული გაყიდვის“ ზონების დასადგენად. გაჯერებული ყიდვა ნიშნავს იმას, რომ ინდიკატორის ნიშნული იმყოფება მის მაქსიმალურ მაჩვენებელთან და შესაბამისად ფასის შემდგომი ზრდა ზევით ნაკლებად სავარაუდოა. გაჯერებული გაყიდვის შემთხვევაში ინდიკატორის ნიშნული იმყოფება ყველაზე დაბალ მაჩვენებელთან და აქედან გამომდინარე ფასის შემდგომი მოძრაობა ქვემოთ დიდი ალბათობით აღარ გაგრძელდება. ყოველივე ზემოთქმულიდან კი გამომდინარეობს, რომ ოსცილატორების მეშვეობით ტრეიდერები გებულობენ ტენდენციის შეცვლის მომენტს.

ოსცილატორებს ხშირად იყენებენ მაშინ, როდესაც სახეზეა ფლეტი და ბაზარზე არ გვაქვს მკვეთრად გამოხატული ტენდენცია.

სავაჭრო ტერმინალ MT5-ში აღნიშნული ინდიკატორები გამოდის გრაფიკის ქვემოთ, ცალკე ფანჯარაში. ტრეიდერს მისი შეხედულებისამებრ შეუძლია ამა თუ იმ ოსცილატორის პარამეტრების შეცვლა და ამ გზით ის მიიღებს ისეთ ინდიკატორს, რომელიც უკეთ შეესაბამება მის სავაჭრო სისტემას.

ტრეიდერის მთავარი ამოცანაა ოსცილატორის გამოყენების შემთხვევაში, მიიღოს სიგნალი, რომელიც მიუთითებს ტრენდის ცვლილებაზე და შესაბამისად ადრევე გახსნას პოზიცია უკვე ახალი ტენდენციის მიმართულებით.

ინდიკატორი -სტოჰასტიკური ოსცილატორი(Stochastic oscillator)

სურ. 1 - სტოჰასტიკური ოსცილატორი - გაჯერებული ყიდვისა და გაჯერებული გაყიდვის ზონები

სურათ 1-ზე მოცემულია ტრეიდერებისათვის ნაცნობი ინდიკატორი სტოჰასტიკი. მას გააჩნია ორი ხაზი და მათი აღმნიშვნელი სიმბოლოებია %K და %D

ინდიკატორი -ძალის შედარებითი ინდექსი(RSI)

აღნიშნული ინდიკატორი შემუშავებული იქნა 1978 წელს. ძალის შედარებითი ინდექსის ინდიკატორი გამოიყენება ძირითადად გაჯერებული ყიდვისა და გაჯერებული გაყიდვის ზონების დასადგენად. ბევრი ტრეიდერისათვის აღნიშნული ოსცილატორი უფრო იოლად აღსაქმელია, რადგან მას სტოჰასტიკისაგან განსხვავებით მხოლოდ ერთი მრუდი აქვს.

სურ. 2 - ვაჭრობა RSI ოსცილატორის მიხედვით

გარდა ამისა აღნიშნული ინდკატორი, ისევე, როგორც სხვა ოსცილატორები გამოიყენება ფასისა და ინდიკატორის მრუდის დივირგენციის დასადგენად. ეს არის ძალზედ იშვიათი, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ ძლიერი სიგნალი პოზიციის გასახსნელად.

ინდიკატორი -უილიამსის პროცენტული დიაპაზონი (Williams%R)

სურ. 3 - ინდიკატორი - უილიამსის პროცენტული დიაპაზონი

თუ ავიღებთ კლასიკურ სტოჰასტიკს და შემოვატრიალებთ მას, მაშინ მივიღებთ უილიამსისპროცენტული დიაპაზონის ინდიკატორს. მოცემულ ინდიკატორი დაფუძნებულია სანთლების დახურვის ფასის ანალიზზე. ინდიკატორი ძირითადად გამოიყენება გაჯერებული ყიდვისა და გაჯერებული გაყიდვის ზონების იდენტიფიცირებისათვის. პოზიცია იხსნება, როდესაც ინდიკატორი მიდის 0 ან 100 ნიშნულთან.

დამწყები ტრეიდერების ძირითადი შეცდომები ოსცილატორების მეშვეობით ვაჭრობისას

ბევრ ტრეიდერს მიაჩნია, რომ წარმატებული ვაჭრობისათვის საკმარისია გქონდეს ერთი „ჯადოსნური“ ოსცილატორი, რომლის მეშვეობით ჩვენ დავინახავთ ტრენდის ცვლილების მომენტს. ეს არის ძალზედ მცდარი მოსაზრება, რადგან მარტო ოსცილატორზე დაფუძნებული სავაჭრო სტრატეგია ძალზედ დიდი ალბათობით არის წამგებიანი და დამწყებ მოვაჭრეს ამ მხრივ დიდი იმედგაცრუება ელის. ოსცილატორი შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ როგორც დამხმარე ინსტრუმენტი ბაზრის ანალიზისათვის. ბაზრის ანალიზის სხვა ინსტრუმენტებთან ერთობლიობაში, მან შეიძლება გარკვეული სარგებელი მისცეს ტრეიდერს.


  • წინა
  • შემდეგი

   

© 2020-2021 TSGroup ყველა საავტორო უფლება დაცულია. http://tsgg.ge/ მიერ. ინფორმაციის ჩვენს გარეშე გავრცელება და პლაგირება არის უხეში საავტორო უფლების დარღვევა რომელიც ისჯება კანონით.


 გაფრთხილება! ფიუჩერსებით, სავალუტო ინსტრუმენტებითა და აქციებით ვაჭრობა უკავშირდება საკმაოდ დიდ რისკებს. აღნიშნული საქმიანობა ყველასათვის არ არის რეკომენდირებული. არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ინვესტორი (ტრეიდერი) დაკარგავს არა მხოლოდ მთელ თავის საწყის კაპიტალს, არამედ სხვა ფინანსურ რესურსებსაც.

 გაითვალისწინეთ, რომ სარისკო ანუ თავისუფალი კაპიტალი ეს ის ფულია, რომლის დაკარგვაც უარყოფითად არ აისახება თქვენს ფინანსურ კეთილდღეობასა და ცხოვრების სტილზე. შესაბამისად, სავაჭროდ გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ სარისკო კაპიტალი და მხოლოდ იმ პირთა მიერ, რომლებსაც გააჩნიათ საკმარისი სავაჭრო კაპიტალი.

 ისტორიული მაჩვენებელი არ წარმოადგენს სამომავლო შედეგებისათვის რაიმე გარანტს. გთხოვთ, ფიუჩერსებით, სავალუტო ინსტრუმენტებითა თუ აქციებით ვაჭრობის დაწყებამდე ბოლომდე გაეცნოთ სავარაუდო რისკებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება!