მიკროფლეტი (იგივე მიკრობალანსი) - ეს არის ფასის მოკლევადიანი მოძრაობა ვიწრო კორიდორში. იდეალური მიკრობალანსი, ეს არის გრაფიკზე გამოსული რამდენიმე სანთელი, რომელთაც აქვთ ერთნაირი მინიმუმები და მაქსიმუმები.
როგორ ვივაჭროთ მიკროფლეტი
სინამდვილეში მიკროფლეტის ვაჭრობა არც თუ ისე ძნელია. იგი სხვა არაფერია, თუ არა მინი დაგროვების ზონა. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვივაჭროთ აღნიშნული ფორმაცია, ისე როგორც ამას ვაკეთებთ სტანდარტული აკუმულაციის ზონის შემთხვევაში, კერძოდ, ჩვენ უნდა დაველოდოთ, თუ რომელ მხარეს მოხდება ფასის გამოსვლა მოცემული მიკრო ბალანსიდან და შემდეგ, როდესაც დაიწყება კორექცია და ფასი მიუახლოვდება აღნიშნულ მიკროფლეტს, ჩვენ უნდა ვნახოთ, თუ როგორი იქნება ფასისა და მოცულობის (ვერტიკალური, ჰორიზონტალური, კლასტერული) რეაქცია მოცემულ მიკრო ბალანსის ზონაზე. განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი.
სურ. 1 - პოზიციის გახსნა მიკროფლეტის ტესტირებისას
როგორც სურათიდან ჩანს მიკროფლეტიდან ფასი გამოვიდა ზევით, შესაბამისად, კორექციის შემთხვევაში, ჩვენ პოზიცია უნდა გავხსნათ მხოლოდ და მხოლოდ ყიდვაზე. ამისათვის ველოდებით აღნიშნული მიკრო ბალანსის ზონის ტესტს. აქედან გამომდინარე ისმის შემდეგი სახის კითხვა, იმის გათვალისწინებით, რომ საქმე გვაქვს დაგროვების მიკრო ზონასთან, რომელი დონე უნდა მივიჩნიოთ ჩვენ ღირებული, რომლიდანაც მოხდება ფასის ასხლეტა და შემდგომი მოძრაობა უკვე ჩვენთის სასურველი მიმართულებით.
სწორედ იმიტომ, რომ ეს არის დაგროვების მიკრო ზონა, ჩვენ ძლიერ დონედ უნდა მივიჩნიოთ მხოლოდ და მხოლოდ მოცემული მიკროფლეტისPOC დონე. ხოლო, იმისათვის, რომ გავიგოთ აღნიშნული მიკრო ბალანსის POC-ის ნიშნული, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჰორიზონტალური მოცულობის პროფილი. ამა თუ იმ დაგროვების ზონის POC-ის დონე, როგორც მოგეხსენებათ არის ის დონე, სადაც იქნა ნავაჭრი ყველაზე მეტი კონტრაქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამ დონეზე დაფიქსირდება მსხვილი მოთამაშის ინტერესი და დიდი ალბათობით მოხდება მისი ტესტირება.
როგორც ზემოთ სურათიდან ჩანს, გარდა იმისა, რომ ტესტი განხორციელდა აღნიშნულ POC დონეზე, მსხვილმა მოთამაშემ ლიმიტ ორდერებით დამატებითი ლიკვიდურობა სწორედ აღნიშნული დონიდან აიღო, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ, ამ მიკროფლეტში შემავალ 8 სანთელს აქვს ერთნაირი მინიმუმის ფასი.
სურ. 2 - მცირე კლასტერული მოცულობები მიკროფლეტში
მიკროფლეტისPOC დონის ტესტირებისას, ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ორ მთავარ მომენტს. დონესთან, ფასს აჩერებს ან მსხვილი ლიმიტ ორდერი, ან მცირე კლასტერული მოცულობა. თუ ერთ-ერთი ამ ფაქტორთაგანი სახეზეა, ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ პოზიცია ჩვენთვის სასურველი მიმართულებით. როგორც სურათიდან ჩანს, ამ შემთხვევაში, ჩვენ საქმე გვაქვს მცირე კლასტერულ მოცულობასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მსურველი გაყიდოს აქტივი აღნიშნულ ფასად ძალზედ მცირეა, შესაბამისად ფასი შეეცდება წავიდეს ზევით იმ დონეებთან სადაც იქნებიან გამყიდველები, რათა მოხდეს გარიგებების დადება. სწორედ ზემოთ წარმოდგენილი სისტემის მეშვეობით შესაძლებელია მიკროფლეტის ვაჭრობა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს იყო სტანდარტული და ადვილად სავაჭრი ფორმაცია, არსებობს შედარებით უფრო რთული მომენტებიც და სწორედ ერთი ასეთი მაგალითი მინდა განვიხილოთ და ვნახოთ, თუ რა მეთოდიკის გამოყენებით არის შესაძლებელი მოცემული სეტაპების ვაჭრობა.