ამ ორ ტერმინს აქვს პირდაპირი კავშირი ფიუჩერსებით ვაჭრობასთან. კონტანგოც და ბეკვორდირებაც გულისხმობს იმას, რომ ფიუჩერსა და მის საბაზისო აქტივს შორის არსებობს გარკვეული სხვაობა.
კონტანგო (contango, ინგლ. ნიშნავს ფასზე ნამატს), გვხვდება ბაზარზე მაშინ, როდესაც ფასი საბაზისო ინსტრუმენტზე უფრო ნაკლებია ვიდრე ფასი არსებული აქტივის ფიუჩერსზე.
ბეკვორდირება (backwardation, ინგლ. ნიშნავს დაგვიანებას), გვხვდება ბაზარზე მაშინ, როდესაც ფასი საბაზისო ინსტრუმენზე მეტია ვიდრე ფასი ამავე აქტივის ფიუჩერსზე.
ფიუჩერსის ფასი სპოტთან მიმართებაში უმეტეს შემთხვევაში ივაჭრება კონტანგოს რეჟიმში და იშვიათ შემთხვევაში ბეკვორდირების რეჟიმში. ესეიგი გამოდის, რომ ერთი და იგივე საქონელზე ფასი მომავალში ყოველთის უფრო მეტია ამ მომენტში არსებულ ფასზე. რა არის ამის მიზეზი?
იმისათვის, რომ გავამარტივოთ სიტუაცია, მაგალითისთვის ავიღოთ ისეთი საქონელი, როგორიც არის ღვინო, მაგალითად, ღვინო „მუკუზანი“, რომელიც გახლავთ საფერავის ჯიშის ყურძნისაგან მიღებული თხევადი სუბსტანცია. როგორც ვიცით სახელწოდება მუკუზანი მას მიენიჭა იმიტომ, რომ საფერავის ჯიშის ყურძენი (რომლისგანაც ის მზადდება) მოწეულია მუკუზანის მიკროზონაში.
ყველამ ვიცით, რომ მას შემდეგ, რაც ამ ღვინოს მოათავსებენ ღვინის კასრში ის იწყებს დავარგებას და წლებთან ერთად მისი ღირებულებაც იზრდება.
ეხლა განვიხილოთ ბეკვორდირების მაგალითი. როგორ შეიძლება, ამ ერთი და იგივე საქონელზე არსებული ფასი მოცემულ მომენტში უფრო მეტი იყოს, ვიდრე მისი ფასი მომავალში.
ამისათვის ავიღოთ ქალაქი ბათუმი და ამ ქალაქში არსებული ფასები უძრავ ქონებაზე. რადგან ბათუმი არის ტურისტული ქალაქი და ზაფხულში მას ბევრი ტურისტი სტუმრობს სხვადასხვა ქვეყნიდან, ერთ ოთახიანი ბინის საქირავებლად ზაფხულის განმავლობაში უფრო მეტს გადავიხდით, ვიდრე იგივე ბინაში ნოემბერ - დეკემბერში.
მიზეზი კი იმისა, თუ რატომ არის ძირითადად ფიუჩერსის ფასი ყოველთვის უფრო მეტი ვიდრე ფასი იმავე საქონლის სპოტ ფასზე, არის ძალზედ მარტივი. ეს განპირობებულია იმით, რომ საჭიროა საქონლის შენახვა, ტრანსპორტირება, დაზღვევა, რამაც საშუალება უნდა მისცეს მხარეებს, რომ აღნიშნულ საქონელზე შეთანხმება დადონ მოცემულ მომენტში, ხოლო უშუალოდ საქონლის მიწოდება კი განახორციელონ მომავალში, როდესაც მოხდება ანგარიშსწორება საქონლის სრულ პარტიაზე. ეს რა თქმა უნდა ზრდის ფასს. გარდა ამისა, იმისათის, რომ ვიყიდოთ/გავყიდოთ ფიუჩერსი საკმარისია გადავიხადოთ მთლიანი ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულების 5-10%, მაშინ როდესაც სპოტ ბაზარზე ვაჭრობისას, ვიხდით აქტივის მთლიან ღირებულებას. შედეგად, ჩვენ შეგვიძლია მომავლისთის უფრო მეტი საქონელი დავაბევოთ და ვიყიდოთ ის უკვე იმ პერიოდისათვის არსებულ ფასად. ესეც ხელს უწყობს ფიუჩერსზე ფასის ზრდას.
სწორედ ეს ორი გარემოება განსაზღვრავს სხვაობას ფასში ფიუჩერსსა და სპოტს შორის.
უნიკალური მომენტი დაფიქსირდა 2020 წლის გაზაფხულზე, როდესაც ნავთობის ფიუჩერზე, მის ექსპირაციამდე რამდენიმე ხნით ადრე ფასი იყო უარყოფითი მის სპოტ ფასთან შედარებით, ეს იყო გამოწვეული იმით, რომ პანდემიის პირობებში ყველა საცავი იყო გადავსებული და იყო გაძნელებული მისი რეალიზაცია.
ბეკვორდირების მდგომარეობა ბაზარზე მიუთითებს იმაზე, რომ სახეზეა კორელაციის რეჟიმის დარღვევა, რაც ბაზრის არაეფექტურობის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ეს მომენტი კი, როგორც წესი არ გამოეპარებათ ხოლმე სკალპერებს, რომლებიც შექმნილ მდგომარეობას კარგად იყენებენ სათავისოდ. მაინც, როგორ შეიძლება მივიღოთ ფინანსური სარგებელი ამ ვითარების დროს?
თუ ავიღებთ 2 სავაჭრო ინსტრუმენტს (ერთი და იგივე აქტივის სპოტსა და ფიუჩერსს), რომლებიც კორელირებენ ერთმანეთთან მაღალი ალბათობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ინსტრუმენტის მოძრაობას იმეორებს მეორე ინსტრუმენტი და ჩვენ ვიცით, რომ ეს ყოველთვის ასე უნდა ხდებოდეს, მაშინ იმ მომენტში, როდესაც ხდება კორელაციის დარღვევა (ბეკვორდირება), ჩვენ ვყიდულობთ ფიუჩერს, იმ იმედით, რომ მალე მისი ფასი გაუთანაბრდება სპოტ ფასს და ოდნავ გადაუსწრებს მას.