ხშირად გვგონია, რომ შემდგარი ტრეიდერი არის ის, ვისაც შეუძლია ბირჟაზე ვაჭრობით სტაბილური შემოსავლი იქონიოს. ამავდროულად, წარმატებული ტრეიდერის დამახასიათებელ ნიშნად ვგულისხმობთ იმასაც, რომ მას აქვს გამართული საავჭრო სისტემა, რომელიც სტაბილური შემოსავლის გარანტი გვგონია. დიახ, პრინციპში ეს ასეა... მაგრამ ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას იმას, რომ წარმატებული ტრეიდერის მიღმა დგას უმნიშნელოვანესი რამ, რასაც მის ხელთ არსებული გამართული სისტემა ეფუძნება. ეს გახლავთ წარმატებული ტრეიდინგის სამი სვეტი - დროის, ფულისა და რისკის მართვა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუკი ეს სამი სვეტი არ არის აღმართული ტრეიდერის სამუშაო სისტემაში, მაშინ ტრეიდინგის სფეროში ვერანაირ წარმატებაზე ვერ ვისაუბრებთ.
ამ სტატიაში მოკლედ და უძირითადესი პრინციპების დონეზე გავეცნოთ დროის, ფულისა და რისკის მართვის ელემენტებს. იმისათვის, რომ საუბარი უფრო ტერმინოლოგიური იყოს ამიტომ აქედანვე დავთქვათ, რომ დროის მართვას ვუწოდებთ თაიმმენეჯმენტს; ფულის მართვას - მანიმენეჯმენტს და რისკის მართვას - რისკმენეჯმენტს.
რაში გვჭირდება ზოგადად მართვა ანუ მენეჯმენტი?
„მენეჯმენტი“ ინგლისურიდან ითარგმნება როგორც მართვა, სამუშაოს ორგანიზება. მენეჯმენტი შეიძლება იყოს საზოგადო და კერძო. როდესაც საზოგადო მენეჯმენტზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ რაიმე ორგანიზაციისა თუ საზოგადოების მუშაობის მართვას იმისათვის, რომ მისი მუშაობა ნაყოფიერი და წარმატებული იყოს. კერძო მენეჯმენტის იგივეს გულისხმობს, ოღონდ ამ შემთხვევაში ყურადღება მახვილდება მხოლოდ ერთი პიროვნების მუშაობაა და მის ნაყოფიერებაზე.
ტრეიდერის მუშაობის უძირითადესი შემადგენელი გახლავთ პასუიხსმგებკლობა მის მიერ გამომუშავებულ თანხაზე. ტრეიდერს არ ჰყავს ვიღაცა უფროსი, რომელიც მას განუსაზღვრავს იმას, თუ როგორ უნდა იმუშავოს, რა დროს უნდა იმუშავოს და სად უნდა იმუშავოს. ამ ყველაფერზე გადაწყვეტიელბას ტრეიდერი დამოუკიდებლად იღებს. ტრეიდერს ზედამხედველიც არ ჰყავს, რმელიც მის სამუშაოს გააკონტროლებს და რაიმე შენიშვნებსა თუ მითითებებს მისცემს. ამიტომაც, ტრეიდერმა მარტო იმაზე კი არ უნდა იფიქროს, როგორ გამოიმუშავოს ფული, არამედ მას უწევს ფიქრი იმაზეც, თუ რა არ უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ფულის გამომუშავების გზაზე ფიასკო განიცადოს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ტრეიდერი ვალდებულია დაეუფლოს თაიმმენეჯმენტს, მანიმენეჯმენტსა და რისკმენეჯმენტს. ამასთან, ამ უნარ-ჩვევების გამომუშავება მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ტრეიდინგი მაღალრისკიანი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს, სადაც ხშირად გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობა წამის სიზუსტითაა საჭირო და ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ტრეიდერი თავის კაპიტალს უფრო გაამრავლებს თუ პირიქით - დაკარგავს ყველაფერს.
ფუნდამენტალურ სტატიებში, სადაც საუბარია ტრეიდინგის ფსიქოლოგიაზე, ხშირად არც კი განიმარტება მენეჯმენტის მნიშვნელობა, რადგან იგულისხმება, რომ ტრეიდინგით დაკავებულისათვის ეს საფუძველშვე ცნობილი და გააზრებული უნდა იყოს ისევე კარგად, როგორადაც ის ერთმანეთისაგან განარჩევს მოგებსა და წაგებას.
მიუხედავად აღნიშნულისა, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მრავალი დამწყები ტრეიდერისათვის ჯერ კიდევ გაუგებარია თაიმ-მანი და რისკმენეჯმენტის მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია იმისი აღნიშვნაც, რომ მრავალმა წარმატებულმა ტრეიდერმა აღნიშნული რისკების მართვა მხოლოდ მას შემდეგ გაიაზრა, რაც მრავალჯერ იწვნია მარცხი რისკებისადმი უყურადღებობის გამო.
აუცილებელი არ არის, თქვენც წარუმატებლობით გამოწვეულმა სტრესმა გასწავლოთ რისკების მართვის აუცილებლობა. ტრეიდინგი ისედაც სავსეა ატასგვარი სტრესებით და ესეც საკმარისია. ვფიქრობთ, უფრო ჭკვიანური იქნება, თუკი სხვის გამოცდილებას გავიზიარებთ... თუმცა, თუ გინდათ ნუ გაეცნობით ამ სტატიას და თვითონ იგემეთ რისკების უგულებელსყოფით გამოწვეული წარუმატებლობის სიმწარე და მხოლოდ ამის შემდეგ გაიაზრეთ რისკების მართვის მნიშვნელობა...
არჩევანი თქვენზეა...
ა) რისკმენეჯმენტი
რისკებისაგან თავს ვერ დაავიცავთ, მაგრამ შეგვიძლია მისი მართვა
მოდით თავიდანვე შევთანხმდეთ ერთ მარტივ ჭეშმარიტებაზე - ურისკო ტრეიდინგი არ არსებობს! ეს გახლავთ აქსიომა ტრეიდინგის სფეროში და ეს კარგად უნდა დავიმახსოვროთ. თუკი ვინმე ჯადოსნურ წაუგებელ სტრატეგიას ეძებთ, გირჩევთ ახლავე თავი დაანებოთ დროის უქმად კარგვას (გვერწმუნეთ, ამ ჯადოსნური სტრატეგიის ძებნაში ნერვული სისტემა დაიზიანოთ და შესაძლოა ფულიც დაკარგოთ). ბაზარზე ფასის მოძრაობა მრავალი ფაქტორითაა განპირობებული, რომელთა ერთობლიობაში გათვალისწინება წარმოუდგენელია ყველაზე ღრმა ფუნდამენტალური ანალიზის დროსაც კი. ფასზე მოქმედებს ეკონომიკური, პოლიტიკური, ინფრომაციული და სხვა მრავალი ფაქტორი, რომელთა შორისაც თამამად შეგვიძლია ვიგულისხმოთ გაუთვალისწინებელი ფაქტორებიც. ამ გაუთვალისწინებელ ფაქტორებში კი უამრავი რამ იგულისხმება. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ფსიქოლოგიური ფაქტორიც, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ბაზრის მილიონობით მონაწილეზე. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით კი კიდევ მრავალი დეტალის წარმოდგენაა შესაძლებელი. არსებობენ ტრეიდერები, და მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, რომელთა ფსიქოლოგიაზეც გავლენას ახდენს ისეთი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო რამეც კი, როგორიცაა ამინდი და მთვარის ფაზები... შეიძლება ამაზე გაგეცინოთ, მაგრამ ცობილია, რომ ფულის შოვნისათვის საკმაოდ ბევრი ადამიანი ათასგვარ ცრურწმენსა და თილისმას იყენებს...
მაშ ასე, ტრეიდინგის სფეროში რისკები არსებობს და ამას უნდა შევეგუოთ. თყუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტრეიდერი ამ რისკების ოკენაში ერთგვარი დრიფტით უნდა იყოს დაკავებული. ტრეიდერის ხომალდს გააჩნია ნიჩბები, აფრა და საჭე. ამდენად, რისკების მართვა შესაძლებელია! რისკები უნდა გავითვალისწინოთ, დავაბალანსოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ.
არსებითად, სწორედ ეს გახლავთ რისკმენეჯმენტი.
ჯესი ლივერმონის წესი
მიჩნეულია, რომ პირველმა, რომელმაც ტრეიდინგის სფეროში გამოკვეთილად ჩამოაყალიბა რისკების მართვის პრინციპები, გახლდათ ლეგენდარული ჯესი ლივერმონი. ის ამგვარ რამეს გვირჩევდა:
- არ ჩადოთ მთელი კაპიტალი ერთ გარიგებაში;
- არ უგულებელჰყოთ დამცავი ორდერი - დაიცავით თავი მსხვილი დანაკარგებისაგან;
- მთელი კაპიტალი არ ჩადოთ ბრუნვაში - შესაძლებელია პერსპექტიული გარიგების შესაძლებლობა გაჩნდეს და თქვენ სახსრები აღარ გქონდეთ;
- ზარდეთ მომგებიანი გარიგება და ნუ იჩაქარებთ მის დახურვას. ერთი კარგი მომგებიანი გარიგებით თქვენ შესძლებთ რამდენიმე წამგებიანი გარიგების კომპესირებას;
- მოგების ნახევარი გამოიტანეთ ბირჟიდან, რათა შეავსოთ რეზერვები (თუმცა, მოგების რა ნაწილი უნდა იქნას გამოტანილი, ამას თითოეული ტრეიდერი დამოუკიდებლად წყვეტს).
ჯესი ლივერმონის ეს პრინციპები დღეს ტრეიდინგის საფუძველთა საფუძველს წარმოადგენს. შეიძლება ერუდირებულმა მკითხველმა შენიშვნის სახით თქვას, რომ თვითონ ლივერმონი გაკოტრდაო. კი.. ეს ასეა... თუმცა, უნდა ითქვას, რომ ლივერმონის პრინციპები მართლაც საშიშია დაბალრისკიანი სტრატეგიებისათვის. მაგალითად, ის გარიგებაში საბრუნავი სახსრების 10% ზე მეტს არ დებდა, თუმცა ეს პროცენტიც დიდ რისკს შეიცავს.
ამდენად, ისმის კითხვა: შესაძლებელია თუ არა ლივერმონის პრინციპების ეფექტურობის გაზრდა და ვაჭრობის სისტემის რისკის საწინააღმდეგო შემადგენლის გაძლიერება?
რისკმენეჯმენტის მთავარი პრინციპები
თამამად შესაძლებელია ითქვას, რომ ჯ. ლივერმონის პრინციპები მანი და რისკმენეჯმენტის წესების ერთობლიობას გულისხმობს. ფულისა და რისკების მართვის დიფერენცირება და უფრო სიღრმისეულად წარმოჩენა მხოლოდ მოგვიანებით მოხდა. წარმატებული ტრეიდერების რეკომენდაციების საფუძველზე, შესაძლებელია გამოვყოთ რისკმენეჯმენტის ყველაზე მნიშვნელოვანი 10 პრინციპი:
- განსაზღვრეთ დეპოზიტის ის პროცენტული მაცენებელი, რომელსაც გარისკავდით თითოეული გარიგების შემთხვევაში. პროფესიონალები, რომლებიც დაბალრისკიან სტრატეგიას ემხრობიან, გვირჩევენ, რომ თამასა 2%-ზე მაღლა არ ავწიოთ. ამაზე უკეთესი კი თითო გარიგებაში 1% ის გარისკვაა. ამასთან, ერთ გარიგებაში თუ რამდენიმე ფიუჩერსული კონტრაქტი გვაქვს გამოყენებული, მაშინმათი ჯამური ღირებულებაა გასათვალისწინებელი. მაგალიტად, თუკი დასაშვებ რისკად აღებული გაქვთ გარიგებაზე 1% და პოზიცია გახსნილი გაქვთ 5 კონტრაქტით, მაშინ თითოეულ მათგანზე რისკი არ უნდა აღემატებოდეს დეპოზიტის 0,2% ს;
- რისკების დივერსიფიცირება - საკმაოდ სასარგებლო მეთოდი გახლავთ. როგორც წესი, მსგავსი აქტივების ფასის მოძრაობა ერთმანეთს ჰგავს. ამიტომაც ინსტრუმენტთა ერთ ჯგუფზე დიდი რისკის გაწევა არ ღირს;
- მოერიდეთ გარიგებათა გაზრდისა და პოზიციების გაორმაგების სარისკო გადაწყვეტილებებს. გახსოვდეთ, რომ 5% უკვე ძლიერ დიდი რისკის შემცველი გარიგებაა. მაგალითად, თუკი თქვენ პოზიცია გახსენით 10 კონტრაქტით და თითოეულ კონტრაქტზე რისკი გაქვთ 1 2%, მაშინ თქვენ ძლიერ მცირე შანსები გრჩებათ იმისათვის, რომ ბაზარზე დარჩეთ და დეპოზიტის ბოლომდე გახარჯვის დიდი საფრთხის წინაშე დგახართ. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი გრძელვადიანი განათვალით მოგება აღემატება წაგებას, ხოლო მოკლევადიან რისკებში წაგება საკმაოდ ხშირია, მაშინ დიდია ალბათობა იმისა, რომ პოზიციის გახსნისას თქვენ ადექვატურ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებთ. გახსოვდეთ, რისკი უნდა იყოს მინიმალური და ეს აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ბაზარზე დარჩეთ;
- ნუ გახსნით პოზიციას გრაფიკის მიხედვით იმ შემთხვევაშიც, თუ გგონიათ, რომ ძლიერ დიდ მოგებას მიიღებთ. მისდიეთ მხოლოდ თქვენს სისტემას;
- ნუ აყვებით ბრბოს. ე. წ. „ტიტების ციებ-ცხელებისას“ ბრბომ შესანიშნავად აჩვენა, რამდენად არ არის სანდო მისი მიბაძვა. გახსოვდეთ, ძლიერ სარისკოა დაძრულ მატარებელზე შეხტომა - ნუ შეხვალთ პოზიციაზე მაშინ, როდესაც ტრენდი მალევე შეიძლება შემოტრიალდეს;
- არასოდეს დაგავიწყდეთ სტოპ-ლოსის დადება. გახსოვდეთ - ეს კანონია!
- განსაზღვრეთ, დღე ღამის, კვირისა და თვის განმავლობაში რა რაოდენობის თანხის დაკარგვის უფლება გაქვთ. თუკი დეპოზიტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად დაიკლო, შეამცირეთ კონტრაქტების რაოდენობა ან საერთოდ შესვენება აიღეთ და დროებით შეწყვიტეთ ვაჭრობა;
- არასოდეს გარისკოთ იმ ფულით, რომლის დაკარგვაც თქვენთვის სამედისწერო იქნება. კატეგორიულად აკრძალულია ნასესხები ფულით ვაჭრობა. გახსოვდეთ, ამ დროს თქვენ რისკავთ არა მარტო საბირჟო დეპოზიტს, არამედ მთლიან კეთილდღეობას;
- ტრეიდინგი აღიქვით როგორც ბიზნესი და არა როგორც კაზინოში თამაში. აზარტი და სხვა მსგავსი ემოციები ბოლომდე უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი ან საერთოდ ლიკვიდირებული;
- შეისწავლეთ ის ინსტრუმენტი, რომელზე ვაჭრობასაც აპირებთ. გაარკვიეთ, ფასის რა დამახასიათებელი მოძრაობები აქვს მას, რათა ვაჭრობისას საშიშ მდგომარეობების ნიველირება შესძლოთ.
თქვენ გაქვთ იმისი ძლა, რომ შესძლოთ მშვიდი ვაჭრობა!
ბ) მანიმენეჯმენტი
რა განსხვავებაა მანიმენეჯმენტსა და რისკმენეჯმენტს შორის
ფიქრობენ, რომ ტრეიდინგისას მანიმენეჯმენტი რისკმენეჯმენტზე იშვიათად გამოიყენება. ზოგჯერ ამ ორი ტერმინის გაიგივებსაც კი ვხვდებით. თუმცა, უნდა ითქვას, რომ კაპიტალის მართვა უფრო ფართო გაგებისაა და ის გულისხმობს სტრატეგიულ საინვესტიციო დაგეგმარებას.მანიმენეჯმენტისა და რისკმენეჯმენტის ზოგიერთი პრინციპი თანხვედრაშია. შეიძლება ითქვას, რომ რისკების მართვა კაპიტალის მართვის შემადგენელი ნაწილია.იმისათვის, რომ რისკმენეჯმენტზე საუბრისას ჩამოთვლილი პრინციპები კვლავ არ გავიმეოროთ, ახლა მხოლოდ მანიმეჰეჯმენტისათვის დამახასიათებელ პრინციპებზე ვისაუბროთ.
მანიმენეჯმენტის მთავარი პრინციპები
მანიმენეჯმენტი ფინანსური შესაძლებლობების მთლიან აღქმას ეფუძნება. აქ გათვალისწინებული უდა იყოს შემოსავალი და გასავალი, მოგება და წაგება. ასევე უნდა ვაწარმოოთ რეტროსპექტირებული ანალიზი და პერსპექტივები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მანიმენეჯმენტი ითვალისწინებს რა ფინანსურ სახსრებს ფლობთ, რა წყაროებით ივსება თქვენი კაპიტალი, როგორ ნაწილდება ის, რამდენის გამომუშავება შეგიძლიათ და რა ინსტრუმენტებს გამოიყენებთ ამისათვის. ამასთან, ფინანსური მიზნების დასახვაც მანიმენეჯმენტის სფეროს უკავშირდება;
ამდენად, წარმოვადგინოთ მანიმენეჯმენტის 12 მთავარი პრინციპი:
- იაზროვნეთ სტრატეგიულად - ეცადეთ ზარდოთ დეპოზიტი. ამისათვის საჭიროა გამოყოთ კაპიტალის გარკვეული ნაწილი (მაგალიტად 30-50%). ასე მცირედიდან დაწყებული თქვენ დროთა განმავლობაში სოლიდური კაპიტალის მფლობელი გახდებით;
- ვაჭრობის ის სისტემა აირჩიეთ, რის დროსაც თქვენთვის ოპტიმალური რისკის გაწევა იქნება შესაძლებელი. თქვენ უნდა გქნოდეთ მკაფიო წარმოდგენა იმაზე, თუ რას ნიშნავს მაღალრისკიანი, საშუალორისკიანი და მცირერისკიანი სტრატეგია იმისათვის, რომ მოლოდინი არ გაგიცრუვდეთ;
- განსაზღვრეთ დეპოზიტის მოცულობა, რომლითაც შესძლებთ კომფორტულად ივაჭროთ. რაც უფრო დიდი გაქვთ სარეზერვო სახსრები, მით უფრო მშვიდად ივაჭრებთ;
- თუკი რისკების დივერსიფიცირება რისკმენეჯმენტის სფეროს ეხება, ლიკვიდურობის ანალიზი მანიმენეჯმენტის სტრატეგიულ შემადგენელს წარმოადგენს. არ დაგავიწყდეთ, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტებზე ფულის ფანტვა არ არის რეკომენდირებული. დაიცავით ბალანსი დივერსიფიცირებასა და სახსრების კონსოლიდირებას შორის. აქტივების შერჩევისას ეცადეთ შეარჩიოთ უფრო ლიკვიდური აქტივები. გსურთ გრძელვადიან პერსპექტივაში დაბალლიკვიდურ აქტივში ჩადოთ ფული და მიიღოთ კარგი მოგება? ეს ძლიერ დიდი სიფრთხილით გააკეთეთ და არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ძირითადი კაპიტალის ხარჯზე;
- ვაჭრობისას იყავით მოქნილები. არ არის აუცილებელი ჯიუტად ყიდულობდეთ ან ყიდიდეთ. თავლყური ადევნეთ ბაზარს. ტრეიდერის ერთ ეღთი უპირატესობა უნდა იყოს ის, რომ მან შესძლოს ფულის გამომუშავება როგორც ფასის ზრდისას, ასევე მისი ვარდნის შემთხვევაში;
- დანაკარგი განიხილეთ როგორც ხარჯები, რომლის გაღებაც მოგიწიათ იმისათვის, რომ თქვენი ბიზნესი წარმატებული იყოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნუ გეშინიათ დანაკარგებისა. არ მისცეთ უფლება თქვენს თავს დანაკარგების გამო ჩავარდეთ დეპრესიაში. თუკი სისტემა დანაკარგების წილ იმგვარი მოგების მოცემას გულისხმობს, რაც დანაკარგებს აანაზრაურებს, მაშინ ყველაფერი კარგადაა!
- გახსოვდეთ, რომ ბირჟაზე მოსული ხართ იმისათვის, რომ ფული გამოიმუშავოთ. სწორედ ამის გამო, მომგებიანი გარიგებები უნდა იზრდებოდეს (გახსოვთ, რას გვირჩევდა ჯ. ლივერმორი?). ერთი შეხედვით ჩანს, რომ მცირე მოგება მაინც მოგებაა, მაგრამ ტრეიდინგში საქმე ცოტა სხვაგვარადაა. მცირე მოგებას, რომელსაც არ შეუძლია გადაფაროს დანაკარგები, პერმანენტული გაკოტრებისაკენ მივყავართ;
- დააფიქსირეთ მოგება. ერთმანეთისაგან გამიჯნეთ საბირჟო კაპიტალი და სახსრები, რომლებიც თქვენ გამოყავით. ვირტუალური მოგების ფსიქოლოგიურ მახეში არ გაებათ;
- თქვენი კაპიტალი საბირჟო დეპიზიტით არ უნდა ამოიწურებოდეს. ხშირია შემთხვევა, როდესაც რაღაცა თანხას თავს მოუყრიან და ეგრევე იწყებენ ვაჭრობას, ამ დროს კი ნაყინისა თუ ლუდის საყიდელი ფულიც კი აღარ რჩებათ ჯიბეში. ასეთ დროს უფრო დიდია ნერვიულობა, დანაკარგის შიში იზრდება, იზრდება სიხარბეც და შედეგად ხდება მთელი რიგი შეცდომების დაშვება. არ შეიძლება მთელი არსებული ფინანსებით ბირჟაზე გასვლა;
- როდესაც დაკავებული ხართ ტრეიდინგით და გლობალური საბაზრო კატეგორიებით ვაჭრობთ, არ დაივიწყოთ პირადი მანიმენეჯმენტის შესახებ. ეს არის ის საყრდენი, რაც თქვენ კომფორტულ ფსიქოლოგიურ გარემოსა და მშვიდი ვაჭრობის საშუალებას მოგცემთ;
- განავითარებთ ფულის ძირითადი ღირებულების გააზრება. ებრძოლეთ იმ სტერეოტიპეპს, რაც ფულის გამომუშავებაში გიშლით ხელს, მაგრამ არასოდეს დაგავიწყდეთ - ღირებულებათა სისტემა, რომელიც ადამიანს ადამიანობას უნარჩუნებს, ყველაზე უპირატესია. თუკი თქვენ ფულის შოვნისათვის ადამიანობას დათმობთ, მაშინ შერყეული ფსიქიკა არც გამომუშავებული ფულით დაამებისა და არ შემდგომი განვითარების საშუალებას არ მოგცემთ. უნდა იყოთ ისეთი კარგი ტრეიდერი, რომელიც არის კარგი ადამიანი.
- დასახეთ ფინანსური მიზები და არ შეგეშინდეთ გაიხედოთ მომავლისაკენ. მიზნების დასახვისას ჩნდება მოტივაცია, რაც ფულის გამომუშავებაში გვეხმარება. ტრეიდინგი თქვენი ცხოვრებისეული სტრატეგიის ნაწილად აქციეთ, რომელიც თქვენი გლობალური მიზნების მიღწევის ინსტრუმენტი უნდა იყოს.
თუკი რისკმენეჯმენტი მანიმენეჯმენტის შემადგენელი ნაწილია, მაშინ მანიმენეჯმენტი ეს თქვენი ცხოვრების ნაწილი გახლავთ.
გ) თაიმმენეჯმენტი
თაიმმენეჯმენტის დახასიათება
რთულია იპოვნო ისეთი ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია მოტივაციის, წარმატების, განვითარების მეთოდიკის შესწავლით და ნაწილობრივ მაინც არ არის გაცნობილი თაიმმენეჯმენტის პრინციპებს. პირადი დროის მართვის უნარი აუცილებელია ბიზნესმენებისათვის. უნდა ითქვას, რომ თაიმმენეჯმენტის შესწავლა 21 ე საუკუნის ტრენდია. ინფორმაციის უდიდესი მოცულობა, ცხოვრების დაჩქარებული რიტმი, მზარდი კონკურენცია, წარმატების მიღწევის ძნელად რეალიზებადი გარემო და საბოლოოდ, სურვილი იმისა, რომ კარგად დავისვენოთ, სულ უფრო მეტ ადამიანს უჩენს სურვილს გაარკვიონ, მაფთებულად როგორ უნდა გაანაწილონ დრო.
ცხადია, აქ საუბარს არ გავაგრძელებთ იმაზე თუ თაიმმენეჯმენტის რამდენი სხვადასხვა სახე არსებობს. თუ ეს გაინტერესებთ, მას თვითონაც შეგიძლიათ გაეცნოთ. ამ ტემასთან დაკავშირებით მართლაც საკმაოდ ბევრი ლიტერატურაა შექმნილი. ჩვენ უბრალოდ ის უძირითადესი პრინციპები ცამოვთვალოთ, რომელზეც განსაკუთრებულად უნდა შევაჩეროთ ყურადღება.
თაიმმენეჯმენტის მთავარი პრინციპები
- აირჩიეთ ვაჭრობის ის სტილი, რომელიც თქვენი გადაწყვეტილებების მიღების სიჩქარეს შეესაბამება. ეს სისტემა შეიძლება იყოს სკალპინგი, მოკლევადიანი, საშუალოვადიანი ან გრძელვადიანი. ყველა ადამიანს მუშაობის თავისი ტემპი გააჩნია. ზოგს სიჩქარე უყვარს, ზოგიც პირიქით, სიჩქარეს არ ანიჭებს უპირატესობას. ზოგი ინფორმაციულ „შტურმს“ გაურბის, ზოგი კი მუშაობისას მოწყენილობას ვერ იტანს. გადაწყვეტილების მიღების ეფექტურობა და შეცდომების მინიმალიზირება დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კომფორტულია თქვენთვის მუშაობის ის სიჩქარე, რომელიც ტრეიდინგის ესა თუ ის მეთოდი გთავაზობთ;
- მოყვარულები დროგამოშვებით ვაჭრობენ. პროფესიონალები კი ვაჭრობენ სისტემურად და იმ დროის მიხედვით, როდესაც პოზიციის გახსნა ყველაზე მომგებიანი იქნება. თუმცა, რამდენადაც ტრეიდინგი სამუშაოა, მუშაობა კი ყოველთვის არ გვსურს, უნდა მივბაძოთ პროფესიონათლა მიდგომას: სისტემის გადახვევა არ შეიძლება!
- არ შეიძლება შეუსვენებელი ვაჭრობა და გრაფიკზე მიჯაჭვა. ამას არაფერი მოაქვს სასიკეთო. მხოლოდ ნათურასავით „გადაიწვებით“ და ამით დასრულდება ყველაფერი;
- ერთმანეთისაგან განასხვავეთ სიზარმაცე და ქრონიკული გადაღლილობა. ოირველთან ბრძოლა, ხოლო მეორესთან მკურნალობაა საჭირო. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ ამ მდგომარეობამდე არ მივიდეთ;
- ვაჭრობისათვის გამოყავით დრო და ეცადეთ ამ დროის განმავლობაში არაფერმა შეგიშალოთ ხელი. ტრეიდერისათვის ძლიერ მნიშვნელოვანია კონცენტრაცია და მობილიზირება;
- თუკი ტრიდინიგის გარდა რაიმე სხვა მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ, დრო ისე გადაანაწილეთ, რომ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება, შესასრულებელი სამუშაოები ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ. ამაში სამუშაო დღისა და კვირის დაგეგმარება ძლიერ დაგეხმარებათ;
- გაიაზრეთ, რომელი საქმის გადადება შეიძლება გაურკვეველი დროით, რომელია ის საქმე, რომლის დელეგირებაც შეგიძლიათ სხვისთვის ან რა არის ის საქმე, რაზეც შეგიძლიათ საერთოდ უარი თქვათ. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მაშინ,რ ოდესაც ტრეიდინგის მიღმა სხვა საქმითაც ხართ დაკავებულნი და დრო კატასტროფულად არ გყოფნით;
- აუცილებლად გამოყავით დრო სწავლისათვის. სანამ ახალბედა ხართ, სწავლა პრიორიტეტულად უნდა აქციოთ. თუმცა, პროფესიონალებმაც თვითგანვითარება არ უნდა დაივიწყონ. შეისწავლეთ სავაჭრო ინსტრუმენტები, იკითხეთ წიგნები, გატესტეთ ახალი სავაჭრო სტრატეგიები. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შერჩეულ სისტემაზე უარი თქვათ და რაღაცა ახალს გაეკიდოთ. გახსოვდეთ - სისტემა განუხრელ დაცვას მოითხოვს;
- დასვენება დროის განაწილების აუცილებელი შემადგენელი უნდა იყოს. აუცილებელია გამოვყოთ დრო სეირნობისა და ფიზიკური აქტივობისათვის. ზოგადად ურჩევენ, რომ კომპიუტერთან ჯდომის შემდეგ რაიმე ფიზიკური დატვირთვა ძლიერ კარგია ადამიანისათვის. ერიდეთ „დროის შთანმთქმელ“ სოციალურ ქსელებს. ეცადეთ ამ ქსელებთან დროის კარგვა ძლიერ მინიმალური გახადოთ;
- ეცადეთ, რომ თქვენი მუშაობის დროის ღირებყლება სულ უფრო მზარდი იყოს. ალბათ დაგვეთანხმებით, უმჯობესია ერთ საათში გამოვიმუშაოთ $10,000, ვიდრე ათ საათში. ცხადია, კიდევ უფრო მეტის გამომუშავებას შევძლებთ, თუკი „მეორე ცვლაშიც“ ვიმუშავებთ. ეს ყველაფერი რეალობის ერთი მხარეა, რომელსაც ბევრი უარყოფითი შემადგენელი აქვს. უმჯობესია შევძლოთ გამოვიმუშაოთ იმდენივე ან უფრო მეტი ისე, რომ არ გავზარდოთ მუშაობის ხანგრძლივობა ან სულაც შევამციროთ ის. ამ გზას გამოცდილი პროფესიონალები ირჩევენ. დრო, ეს არის ჩვენი ცხოვრების ყველაზე ფასეული აქტივი. იმუშავეთ ისე, რომ დაგრჩეთ დრო, დატკბეთ გამომუშავებული ფულით!
საფუძველთა საფუძველი
ზემოთ წარმოდგენილი მართვის სამი სისტემა ერთობლიობაში უნდა იქნას გამოყენებული და დაუშვებელია ვიფიქროთ, თითქოს რომელიმე ერთს ავირჩევთ და ამის გათვალისწინებით შევძლებთ რაიმეს მიღწევას. ერთია რომ დაუშვებელია ასეთი იდგომა და მორე ის გახლავთ, რომ შეუძლებელიცაა, რადგან ზემოთ წარმოდგენილი მართვის სამი სისტემიდან რომელიმე ერთის არჩევა და მისი შესრულება უპირობოდ გულისხმობს დანარჩენის გათვალისწინებასაც.თუმცა არსებობს კიდევ ერთი ძლიერ საინტერესო დეტალი, რომლის გარეშეც ეს სამი მენეჯმენტი უბრალოდ ვერ იქნება რეალიზებული და შესაბამისად, ბირჟაზე მარცხი გარანტირებული გვექნება. ეს გახლავთ დისციპლინა. შესაძლებელია იფიქროთ, რომ წარმოდგენილი მართვის სიტემები სწორედ დისციპლინას გულისხმობს, მაგრამ ეს ასე არ არის. უმალ, პირიქით! ეს მართვის სიტემები მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნას რეალიზებული, თუკი დისციპლინა იარსებებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ სისტემების საშუალებით კი არ გამოვიმუშავებთ დისციპლინას, არამედ დისციპლინის შედეგად შევძ;ებთ ამ სისტემების მართვას.აუცილებელია გვახსოვდეს, რომ დისციპლინას ეფუძნება რისკ-, მანი-და თაიმმენეჯმენტი.
დისციპლინის გამომუშავება ხდება სამი საფეხურის გავლით:
- შესწავლა;
- შთანერგვა;
- რეგულარული გამოყენება;
თითოეულ ამ ეტაპზე ადამიანის დისციპლინა იზრდება და მტკიცდება. უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელია დიდი სულიერი ძალები იმისათვის, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
უფრო მეტიც... ვფიქრობთ რომ ამ სტატიის წაკითხვაც კი ბევრს დაეზარება და ჩათვლის, რომ ის რაც სატაურებში წერია, ისედაც იცის...
თქვენ კი, რომლებმაც აჯობეთ თქვენს სიზარმაცეს და ეს სტატია ბოლომდე წაიკითხეთ (ვიმედოვნებთ, რომ არა აბზაცგამოტოვებით და აქა-იქ გადახტომებით), იმ 90 იან მასაზე წინ დგახართ, რომლებიც თვითკაყოფილნი ეტაპობრივად კარგავენ ყველაფერს... სწორედ მათ ან დაეზარათ ამ ან ამ სტატიის მსგავსი წერილის წაკითხვა ან სულაც არ აღმოაჩნდათ უნარი გაეგოთ ის, რაზეც აქ იყო საუბარი...
ყოველივე ის, რაც ზემოთ ითქვა, მხოლოდ შესწავლის ეტაპს გულისხმობს. ამის შემდეგ საჭიროა ამ ყველაფრის გააზრება და მოტივაციის მოხმობა. სწორედ ეს დაგვეხმარება რისკ-, მაინი- და თაიმემენეჯმენტის ჩვენს სავაჭრო სისტემაში შთანერგვაში. ამასთან, მთავარია, რომ ყოველივე ეს შემდეგი ორშაბათისათვის არ გადავდოთ. სწორედ ამ ეტაპზე კიდევ მრავალი ცამოგვშორდება იმათგან, რომელმაც ეს სტატია წაიკითხ და და მოინდომა, რომ დაენერგა თავის პრაქტიკაში, მაგრამ... მაინც გადადო შემდეგისათვის.
დასასრულს კი საჭირო იქნება ზემოთ ცამოთვლილი პრინციპებისადმი ერთგულება, რის დროსაც მაქსიმალური კონტროლი უნდა გავუწიოთ ჩვენს თავს. დიახ... საკმაოდ რთულია, მაგრამ ბაზარზე მხოლოდ ძლიერები რჩებიან. ყველაზე რთული პირველი სამი კვირა იქნება. ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ჩვევა 21 დღის განმავლობაში ფორმირდება. ამის შემდეგ კი ტვინი მოცემულ რეჟიმს თვითონვე გადაამუშავებს.დისციპლინა საკუთარ ხვედრზე აღებული პასუხისმგებლობაა და ის ტრეიდინგში წარმატების საფუძველთა საფუძველს წარმოადგენს. ეს გახლავთ სასარგებლო უნარების კულტივირების ბაზისი, რომელიც თქვენი მუშაობის სტილის განსაზღვრავს და გვეხმარება ვიაროთ წარმატების მწვერვალებისაკენ.