მოცემულ ინსტრუმენტზე პოზიცია გაიხსნა დღის POC დონის რეტესტისას. როდესაც ჭიქაში გამოჩნდა 20 000 მყიდველის ლიმიტური მოცულობა, რაც ამ კრიპტოვალუტისთვის საკმაოდ დიდი მოცულობაა. ამის შემდეგ უკვე სპოტის ჭიქაში გამოჩნდა მსხვილი ლიმიტური მყიდველი, რომელიც თავის მსხვილ ლიმიტურ მოცულობას სულ უფრო და უფრო მაღლა სწევდა ფასის მოძრაობასთან ერთად და ამასთან ერთად ლენტზე ჩანდა, რომ მარკეტ ორდერებით ახდენდა გამყიდველის ლიმიტ ორდერების გამოსყიდ ვას. გარკვეულ დონეზე, აღნიშნული მსხვილი მყიდველის ლიმიტური ორდერი გაქრა ჭიქიდან და გამყიდველის მიერ მარკეტ ორდერებით წამოსული შეტევის შეჩერებას აღარავინ ახდენდა. შედეგად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება პოზიციის დახურვის შესახებ. აღნიშნული ტრეიდის შედეგად დაფიქსირდა მცირე მოგება.