TSGroup TSGroup TSGroup Georgian
  • მთავარი
  • სხვადასხვა
    • ჩვენი პოზიციები
    • ანალიტიკა
    • ბაზრის მიმოხილვა
    • სწავლება
      • ვიდეო გაკვეთილები
      • ჩვენი ტრენერები
    • ინსტრუმენტები
      • ლოტ-კალკულატორი
      • ტერმინთა ლექსიკონი
      • ფიუჩერსული საექსპერაციო კონტრაქტები
      • TS მოვლენების კალენდარი
    • ვებინარები
    • ვიდეო ბიბლიოთეკა
    • დოკუმენტური ფილმები
  • სიახლეები
  • ფორუმი
  • ჩვენს შესახებ
  • კონტაქტები

Sidebar

  • რეგისტრაცია
  • რეგისტრაცია
  • სახელი დაგავიწყდათ?
  • პაროლი დაგავიწყდათ?

ა

ანალიტიკური პროგნოზი (Forecast, Аналитический прогноз)
საწვდომი ინფორმაციის საშუალებით ჩატარებული კვლევისა და ანალიზის შედეგად სამომავლო ტენდენციის შეფასება. პროგნოზირება (forecasting) პერსპექტიულ ფინანსურ ინფორმაციას წარმოადგენს, რომელიც მომზადებულია არსებული ცოდნის, ფაქტების, თეორიებისა და მსჯეს შესაბამისად. ანალიტიკური პროგნოზირებისას ხდება მთელი რიგი დაშვება სამომავლო მოვლენებთან დაკავშირებით, რომლის შესრულებაც გარკვეულ ალბათობას უკავშირდება;
არარეალიზებული დანაკარგი (Unrealized loss, Нереализованный убыток)
დანაკარგი, რომელიც ფიქსირდება ჯერ კიდევ დაუხურავი პოზიციის დროს;
არარეალიზებული მოგება (Unrealized profit, Нереализованная прибыль)
მოგება, რომელიც ფიქსირდება ჯერ კიდევ დაუხურავი პოზიციის დროს;
არასავაჭრო ოპერაცია (Nontrading operation, Неторговая операция)
ისეთი, ოპერაცია, რომელიც სავაჭრო ანგარიშზე დაფიქსირდა, როგორიცაა თანხის გამოტანა სავაჭრო ანგარიშიდან. არასავაჭრო ოპერაცია ეწოდება აგრეთვე კრედიტის შეთავაზებას ან დაბრუნებას.
არბიტრაჟი (Arbitrage, Арбитраж)
ვაჭრობის ტიპი რისკის გარეშე, როდესაც ერთსადაიმავე დროს ხდება ერთი და იგივე ფინანსური ინსტრუმენტის ყიდვაც და გაყიდვაც სხვა ფინანსური ინსტრუმენტის წინააღმდეგ, რათა ორ კონტრაქტს შორის არსებული ფასის განსხვავებამ დააფიქსიროს მოგება.
აღმავალი ტრენდი (Uptrend, Восходящий тренд)
გრაფიკზე დაფიქსირებული ფასის მოძრაობა, როდესაც ფასის მაქსიმუმები და მინიმუმები ერთმანეთის მიყოლებით მაღლა ფიქსირდებიან;
  • Gallery Item 1
აშკარა შეცდომა (Manifest Error, Явная ошибка)
დილერის მიერ დაშვებული შეცდომა, რომლის დროსაც კლიენტის პოზიცია გახსნილია ან დახურულია იმ ფასზე, რომელიც ძლიერ სხვაობს იმ ფასისაგან, რომელზეც სავაჭრო ოპერაცია შეუკვეთა კლიენტმა;
აქცია - (share Акция)
გარკვეული კომპანიის ფასიანი ქაღალდი, რითაც მისი მფლობელი დივინდედების მიღებას ვარაუდობს;
ალგორითმული ვაჭრობა (Algorithmic trading, Алгоритмическая торговля)

ფინანსურ ბაზარზე მუშაობის მეთოდი, რომლის დროსაც პოზიციების გახსნა და დახურვა ხდება ალგორითმების ანუ რობოტიზირებული პროგრამების გამოყენებით;

ალგოტრეიდერი (Algotrader, Алготрейдер)

ტრეიდერი, რომელიც იყენებს ალგორითმული ვაჭრობას;

ბ

ბაზრის გახსნა (Оpen Market, Открытие рынка)
ვაჭრობის განახლება გამოსასვლელი ან დასვენების დღეების ან სავაჭრო სესიებს შორის გამოცხადებული შესვენების შემდეგ;
ბალანსი (balance, Баланс)
ყველა დასრულებული ტრანზაქციისა და სავაჭრო ანგარიშიდან ფულის შეტანა/გამოტანის ოპერაციის ფინანსური შედეგის ერთობლიობა;
ბროკერი (Broker, Брокер)
ტრეიდერთა მომსახურების ორგანიზაცია;
ბარი (bar, Бар)
გრაფიკზე დატანებული ვერტიკალური ელემენტი, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში ფასის ოთხ პარამეტრს გვიჩვენებს: ფასის რა მაჩვენებელზე გაიხსნა ბარი (open, открытие), ფასის რა მაჩვენებელზე დაიხურა ბარი (close, закрытие), ფასის რა მაქსიმალურ მაჩვენებლამდე მივიდა ბარი (high, максимум), ფასის რა მინიმალურ მაჩვენებლამდე მივიდა ბარი (low, Минимум); გრაფიკზე შეიძლება ბარის ნაცვლად გამოყენებულ იქნას ისეთი ვერტიკალური ელემენტი, როგორიცაა სანთელი, რითაც არსი არ იცვლება; იხ. სანთელი;
  • Gallery Item 1
  • Gallery Item 1
ბენჩმარკი (benchmark, Бенчмарк)

მაჩვენებელი, რომლითაც ინტერესდებიან სხვადასხვა საფონდო დაწესებულებები. ეტალონური ინდექსი ან ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელს უკავშირდება. მაგალიტად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბენჩმარკს წარმოადგენს ინდექსი - S&P 500, ხოლო რუსეთში ინდექსი - RTS;

ბირჟა (exchange, Биржа)
ცენტრალიზებური ფინანსური ბაზარი, სადაც ივაჭრება ფასიანი ქაღალდები, ობლიგაციები, დერივატივები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები;
ბექტესტი (backtest, Бэктест)

ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით სავაჭრო სისტემის ტესტირება;

გ

გაანგარიშების ვალუტა (settlement currency, расчетная валюта)
ფულადი ერთეული, რომლითაც სავაჭრო ანგარიშის შევსება ან სავაჭრო ანგარიშიდან თანხის გამოტანის ოპერაცია ხორციელდება;
გადადებული ორდერი (Pending order, Отложенный ордер)
კლიენტის მიერ ბროკერისათვის მიცემული ბრძანება, გახსნას პოზიცია ფასის გარკვეულ ნიშნულთან მისვლის შემდეგ; ასევე იხ. „ლიმიტური ორდერით ყიდვა“, „ლიმიტური ორდერით გაყიდვა,“ „სტოპ ორდერით ყიდვა“ „სტოპ ორდერით გაყიდვა;“
გადაყიდვა (Overbought, Перекупленность)
სიტუაცია ბაზარზე, როდესაც ფინანსური ინსტრუმენტის ფასი მნიშვნელოვნად მაღალია;
გადმოყიდვა (Oversold, Перепроданность)
სიტუაცია ბაზარზე, როდესაც ფინანსური ინსტრუმენტის ფასი მნიშვნელოვნად დაბალია;
გარიგება
იხ. „ვაჭრობა“
გაცურება (Slippage, Проскальзывание)
სიტუაცია, როდესაც პოზიციის ფიქსირება ხდება უარეს ფასში, ვიდრე ეს ტრეიდერს შეკვეთილი ჰქონდა ბროკერისათვის. ამგვარი რამ ფიქსირდება მაშინ, როდესაც ფასის ცვლილება მომენტალურად და სწრაფად ხდება;
გახსნილი პოზიცია (Open position, Открытая позиция)
სრული დამთავრებული ტრანზაქციის პირველი ნაწილის შედეგი. პოზიციის გახსნის შემთხვევაში კლიენტის წინაშე დგება ვალდებულება განახორციელოს საწინააღმდეგო გარიგება იმავე მოცულობით და ამასთანავე შეინარჩუნოს კაპიტალის აუცილებელი მარჟის არანაკლებ 10%-ისა;
გეპი (Gap, Гэп)
ფინანსური ინსტრუმენტის გრაფიკზე ფასებს შორის წარმოქმნილი ნახტომი ან ფასის ნახტომისამებრ გადასვლა ერთი მაჩვენებლიდან მეორე მაჩვენებელზე; იხ. ასევე - „ფასთაშორისი წყვეტა;“
  • Gallery Item 1
გრაფიკული ანალიზი (Graphical analysis, графический анализ)

ფასის მოძრაობისა და სამომავლო მიმართულებით წასვლის პროგნოზირების საშუალება, რომლის დროსაც განიხილავენ გრაფიკულ ფიგურებს;

დ

დანაკარგის ფიქსირება (StopLoss, Стоп-приказ)
ტრეიდერის მიერ გაცემული ბრძანება, დაიხუროს პოზიცია ფასზე, რომელიც პოზიციის გახსნის ფასზე უარესია. ამდენად, სტოპ ბრძანების ამოქმედებისას ტრეიდერი კარგავს გარკვეულ თანხას. სტოპ ბრძანების გაცემა უკავშირდება დანაკარგის შეზღუდვას. თუკი ბაზარზე ტრედერმა გახსნა პოზიცია და ფასი ტრეიდერის პროგნოზის საწინააღმდეგოდ წავიდა, მაშინ დანაკარგის გაზრდის ტავიდან ასაცილებლად ის იყენებს სტოპ ბრძანებას. სტოპ ბრძანებას სხვაგვარად დამცავ ორდერსაც უწოდებენ, რადგან მისი გამოყენების გარეშე დიდია იმისი ალბათობა, რომ ტრეიდერი ნახევა ან მთელ კაპიტალს დაკარგავს;
დათვების ტრენდი (Bearish trend, Медвежий тренд)
იხ. დაღმავალი ტრენდი;
დაღმავალი ტრენდი (Downtrend, Нисходящий тренд)
გრაფიკზე დაფიქსირებული ფასის მოძრაობა, როდესაც ფასის მაქსიმუმები და მინიმუმები ერთმანეთის მიყოლებით დაბლა ფიქსირდებიან;
  • Gallery Item 1
დივერგენცია (Divergence, Дивергенция)
ტექნიკურ ანალიზში სიტუაცია, როდესაც ფინანსური ინსტრუმენტის გრაფიკი და ინდიკატორის გრაფიკი სხვადასხვა მხარესაა მიმართული;
  • Gallery Item 1
დივერსიფიკაცია
რისკების შესამცირებლად რამდენიმე ბაზარზე სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტით ვაჭრობა;
დილინგი (Dealing, Дилинг)
ვაჭრობა უნაღდო ვალუტით;
დღის შიდა ვაჭრობა (Intraday, Интрадей)
ვაჭრობის მეთოდი, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ ნავაჭრი შედეგი ერთი სავაჭრო დღის განმავლობაში დაფიქსირდეს;
დეპოზიტი (deposit, Депозит)
თანხის მოცულობა, რომლითაც ტრეიდერი ფინანსური ინსტრუმენტებით ახორციელებს ვაჭრობას;
დილერი (dealer, Дилер)
იგივე სადილინგო ცენტრი. ვაჭრობაში ჩართული მხარე, რომელიც გარიგებისას კლიენტის კონტრაგენტატ წარმოდგება. ტრეიდერთა შორის მათ ხშირად იხსენიებენ ტერმინით „სამზარეულო“ ან „აკვარიუმი;“
დერივატივი (derivative, Дериватив)

იმგვარი შექმნილი ფინანსური ინსტრუმენტი, როგორიცაა ფიუჩერსი, ოფციონი და სხვ.

დისკრეციონალური ანალიზი (discretionary, Дискреционный анализ)

ფასის მოძრაობის ანალიზის მეთოდი, რომლის დროსაც ეყრდნობიან ლოგიკას და არ იყენებენ რაიმე კონკრეტულ წესებსა თუ ტექნიკურ ინდიკატორებს;

დღის შიგნით მოვაჭრე (daytrader, Дэйтрейдер)

ტრეიდერი, რომელიც დღის შიგნით ვაჭრობიტაა დაკავებული;

ე

ექვითი (Equity, Экьюти)
ლიკვიდური სახსრები ანუ იმ სახსრების მოცულობა, რომელიც სავაჭრო ანგარიშის ბალანსზეა მოცემული მაშინ, როდესაც ტრეიდერის ყველა პოზიცია დახურულია; ექვითი დინამიურად იცვლება მოგებისა და წაგების მიხედვით;

ვ

ვალვაცია (Evaluation, Вальвация)
უცხოური ვალუტის კურსის (ღირებულების) დადგენა ნაციონალურ ფულად ერთეულთან მიმართებაში;
ვოლატურობა (Volatility, Волатильность)
ფინანსური ინსტრუმენტის ფასის მაჩვენებლის ცვალებადობა რაიმე კონკრეტული პერიოდის განმავლობაში;
ვალუტა (currency, Валюта)
ქვეყნის ფულადი ერთეული;

თ

თავი და მხრები (Head and Shoulders, Голова и плечи)
ტექნიკური ანალიზის ფიგურა, რომელსაც ადამიანის თავსა და მხრებს ამსგავსებენ. არსებობს ე. წ. ამოტრიალებული თავი და მხრების ფიგურაც;
თავისუფალი მარჟა (Free Margin, Свободная маржа)
ის სახსრები, რომელიც პოზიციის გახსნისას ხელშეუხებელია. თავისუფალი მარჟის გამოთვლა ხდება შემდეგნაირად: თავისუფალი მარჟა (Free Margin, Свободная маржа) = ექვითი (Equity, Экьюти) - მარჟა

ი

ინდიკატორი (Indicator, Индикатор)
რაოდენობრივი მაჩვენებელი, რომელიც ფასის წარსული მოძრაობიდან აღებული გარკვეული მონაცემების საფუძველზე მათემატიკური ფორმულებით ითვლის შედეგს;
ინსაიდი (Inside, сведения из первоисточника)
უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია, რომელიც გავლენას იქონიებს ფინანსური ინსტრუმენტის მოძრაობაზე და რომელიც მხოლოდ ძლიერ ვიწრო წრემ იცის. მათ ინსაიდერები ეწოდებათ. ინსაიდერები ცდილობენ მათ ხელში არსებული ინფორმაცია თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ მანამ, სანამ ის ფართო მასებისათვის გახდება ცნობილი;
ინსტრუმენტი
ფიუჩერსი, აქცია, სავალუტო წყვილი და ა. შ.;
ინდექსი (Index, Индекс)

ფინანსური ინსტრუმენტის მაჩვენებელი. მაგალითად, ავტრალიური დოლარის ფიუჩერსის ინდექსია 6A, ევროს ფიუჩერსის - 6E, ხოლო ამერიკის უმსხვილესი კომპანიის ინდექსია S&P 500. ინდექსის მაჩვენებელი მიუთითებს ინსტრუმენტის საშუალო მნიშვნელობასა და ძალაზე;

  • Gallery Item 1

კ

კაპიტალის მართვა (Управление капиталом, Money Management)
წესი, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია კაპიტალის ის ოპტიმალური პროცენტი, რომელიც გარიგების დადებისას შეიძლება გარისკოს ტრეიდერმა;
კვოტირებათა ნაკადი (Feed quotes, Поток котировок)
სავაჭრო პლატფორმაში წარმოდგენილი კვოტირებათა თანამიმდევრობა თითოეული ინსტრუმენტის მიხედვით;
კლიენტი (Customer, Клиент)
ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც კომპანიის მიერ წარმოდგენილი კვოტირების შესაბამისად ახდენს სავაჭრო გარიგებებს;
კლინეტის ლოგ-ფაილი (Client log file, Файл журнала клиента)
ფაილი, რომელსაც ქმნის კლიენტის ტერმინალი, რომლის პროტოკოლშიც წამის სიზუსტითაა ასახული კლიენტის მიერ დილერისადმი გაგზავნილი ყველა მოთხოვნა;
კონტრაქტის სპეციფიკაცია (Contract specification, Спецификация контракта)
თითოეული ინსტრუმენტისათვის განკუთვნილი ძირითადი სავაჭრო პირობები (სპრედი, ლოტის მოცულობა, სავაჭრო ოპერაციის მინიმალური მოცულობა, სავაჭრო ოპერაციის მოცულობის ცვლილების მინიმალური ბიჯი, საწყისი მარჟა და ა. შ.);
კორექცია (Correction, Коррекция)
მოვლენა, რომლის დროსაც ფიქსირდება ფასის მოკლევადიანი და უმნიშნელო სვლა ძირითადი ტრენდის საწინააღმდეგო მიმართულებით;
  • Gallery Item 1
კვოტირების ვალუტა (Валюта котирования, Quote currency)

სავალუტო წყვილში მეორე ვალუტა. სავაჭრო გარიგება კვოტირების ვალუტისათვის ხორციელდება საბაზისო ვალუტით. იხ. საბაზისო ვალუტა;

კონსოლიდაცია (consolidation, Консолидация)

დონესთან მიმაგრებული ფასის მოძრაობა, რომელიც არც დონეს არღვევს და არც შორს სცილდება მას;

  • Gallery Item 1
კორელაცია (Correlation, Корреляция)

სხვადასხვა ინსტრუმენტის ურთიერთშეთანხმებული მოძრაობა;

  • Gallery Item 1
კლასტერი
კლასტერი - კონკრეტულ ფასზე წარმოქმნილი დამოუკიდებელი ერთეული, რომელიც ასახავს კონკრეტული დროის პერიოდში ამ ფასზე შესრულებული სავაჭრო ოპერაციების ერთობლიობას. კლასტერი შეიძლება იყოს მოცულობითი, სადაც ასახულია რა ოდენობის კონტრაქტი (აქცია) იქნა ნავაჭრი კონკრეტული დროის კონკრეტულ ფასზე. ასევე კლასტერი შეიძლება ასახავდეს კონკრეტული დროის კონკრეტულ ფასზე BID-ებისა და ASK-ების რაოდენობრივ ურთიერთმიმართებას. გარდა ამისა, შესაძლებელია მივიღოთ კლასტერის დელტა ფორმა, სადაც წარმოდგენილი იქნება კონკრეტული დროის კონკრეტულ ფასზე ყიდვებსა და გაყიდვებს შორის არსებული სხვაობა
  • Gallery Item 1

ლ

ლიკვიდურობა (Liquidity, Ликвидность)
მოცემულ მომენტში ბაზრის მდგომარეობა, როდესაც შესაძლებელია გარკვეული მოცულობების ფარგლებში შესრულდეს ფინანსური სავაშრო ოპერაციები. ესეიგი როდესაც არის მოთხოვნა მიწოდების კარგი ან ცუდი შესრულების საშუალება;
ლიმიტური ორდერი (Limit Order, Лимитный Ордер)
- იხ. გადადებული ორდერი;
ლიმიტური ორდერით გაყიდვა (Sell Limit, Сел лимит)
ტრეიდერის მიერ გაცემული მოთხოვნა, პოზიცია გახსნილ იქნას გაყიდვაზე Bid ფასის მიხედვით, რომელიც ტოლია ან მეტია იმ ფასზე, რაც ორდერშია მოცემული. ამასთან, ფასი მოცემულ მომენტში ნაკლები უნდა იყოს ორდერში მითითებულ ფასზე. ზოგადად, ამ ტიპის ორდერს გადადებენ იმ განაზრახით, რომ ინსტრუმენტი გარკვეულ ფასამდე ასვლის შემდეგ დაიწყებს კლებას;
ლიმიტური ორდერით ყიდვა (Buy Limit, Бай лимит)
ტრეიდერის მიერ გაცემული მოთხოვნა, პოზიცია გახსნილ იქნას ყიდვაზე Ask ფასის მიხედვით, რომელიც ტოლია ან ნაკლებია იმ ფასზე, რაც ორდერშია მოცემული. ამასთან, ფასი მოცემულ მომენტში მეტი უნდა იყოს ორდერში მითითებულ ფასზე. ზოგადად, ამ ტიპის ორდერს გადადებენ იმ განაზრახით, რომ ინსტრუმენტი გარკვეულ ფასამდე დასვლის შემდეგ დაიწყებს ზრდას;
ლოტი (Lot, лот)
გარიგების მოცულობა, რომელიც საბაზისო ვალუტის 100,000 ერთეულის ტოლია. მაგალითად EUR/USD წყვილის ერთი ლოტის ყიდვა 100,000 ევროს ყიდვის ექვივალენტური იქნება. აღნიშნული მიმართების ციფრული გამოსახულება შემდეგმაირად გადანაწილდება: 1,0 (100,000 საბაზისო ერთეული), 0,1 (10,000 საბაზისო ერთეული), 0,01 (1000 საბაზისო ერთეული);
ლოტის მოცულობა (Lot size, Размер лота)
საბაზისო ვალუტის მოცულობა ერთ ლოტში, რომელიც კონტრაქტის სპეციფიკურობითაა განსაზღვრული;
ლონგი (long, Лонг)
პოზიციის გახსნა ყიდვაზე. აღნიშნულ პოზიციას ეს ტერმინი მიეკუთვნა იმის გამო, რომ ალბათობის პრინციპით აღმავალი ტრენდი ისევ გაგრძელდება გრძელვადიან პერსპექტივაში;

მ

მარკეტ ორდერი (Market Order, Рыночный ордер)
ტრეიდერის მოთხოვნა, პზოცია გახსნილ იქნას მიმდინარე ფასზე;
მარკეტმეიკერი (Market maker, Маркетмейкер)
მსხვილი ბანკი ან ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც ფინანსური ინსტრუმენტის ფასის გარკვეულ მოძრაობას უწყობს ხელს. მისი სავაჭრო ოპერაციების საპროცენტო განაკვეთი ბაზრის საერთო მოცულობაში საკმაოდ თვალშისაცემია;
მარჟა (margin, маржа)
ვაჭრობისას აუცილებელი წინდი, რომელიც აუცილებელია საკრედიტო მხარის გამოსაყენებლად. ეს არის ის თანხა, რომელიც „იყინება“ სავაჭრო ანგარიშზე პოზიციის დახურვამდე. აღნიშნული სახსრები საბროკერო კომპანიას ჭირდება გარანტიის სახით იმის დასადასტურებლად, რომ ტრეიდერი არასახარბიელო გარიგების დადების შემდეგ შესძლებს თავისი ფინანსური ვალდებულებების აღსრულებას; მარჟის მოცულობა დამოკიდებულია პოზიციის გახსნისას დაფიქსირებულ მოცულობასა და საკრედიტო მხარზე. მარჟის გამოთვლა, რომელიც პოზიციის გასახსნელად არის საჭირო, შეიძლება გამოვთვალოთ შემდეგი ფორმულით: საბაზისო ვალუტის მარჟა = პოზიციის მოცულობა/საკრედიტო მხარი. ამასთან, გამოიყენება სხვა ფორმულაც: კვოტირების ვალუტის მარჟა = პოზიციის მოცულობა/საკრედიტო მხარიXგაცვლითი კურსი;
მარჟინალური ვაჭრობა (Margin trading, Маржинальная торговля)
ვაჭრობის წარმოება გირაოს (მარჟის) ქვეშ. მარჟინალური ვაჭრობის დროს სავალდებულია უკუპოზიციის გახსნა;
მარჟის დონე (Margin Level, Уровень маржи)
ტრეიდერის სახსრებისა და წინდის ურთიერთმიმართება, რომელიც გამოითვლება პროცენტებში. მარჟინალური დონით ხდება მიმდინარე რისკების გათვალისწინება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მარჟის დონე ტრეიდერის სავაჭრო ანგარიშის მდგომარეობის ერთგვარი მაჩვენებელია. გამოითვლება ფორმულით: მარჟის დონე (Margin Level, Уровень маржи) = ექვითი (Equity, Экьюти)/ მარჟა (margin, маржа)X100%;
მდორე ბაზარი (Thin market, Тонкий рынок)
ბაზარზე არსებული იმგვარი ვითარება, როდესაც მოთხოვნა და მიწოდება საკმაოდ მცირეა. ამგვარი ბაზარი ხასიათდება დაბალი ლიკვიდურობით, ფართო სპრედითა და მაღალი ვოლატურობით;
  • Gallery Item 1
მიწოდების ზონა (supply zone, уровень предложения)
ფასთა არეალი, რომლის შიგნითაც კონცეტრირებულია გაყიდვებისათვის დიდი მოცულობა და სადაც მიწოდება აღემატება მოთხოვნას;
  • Gallery Item 1
მიწოდების ფასი (offer price, цена предложения)
იხ. ფასი Ask
მოგების ფიქსირება (Тake profit, Тейк профит)
ტრეიდერის მიერ გაცემული ბრძანება მის მიერ პროგნოზირებულ ფასამდე ინსტრუმენტის მისვლის შედეგად მოგების ფიქსირებისა, რის შედეგადაც ტრეიდერი გამოიმუშავებს ფინანსურ სარგებელს. აღნიშნული ბრძანების შესრულება გახსნილ პოზიციას ხურავს ბოლომდე. შესაძლებელია გახსნილი პოზიციის ნაწილობრივი დახურვაც, მაგრამ ამდროს დარჩენილი პოზიცია მხოლოდ იმ მოცულობის ფარგლებში შესრულდება, რაც დაფიქსირებული მოგების მიღმა დგას;
მოთხოვნის ზონა (demand zone, уровень спроса)
ფასთა არეალი, რომლის შიგნითაც კონცეტრირებულია ყიდვებისათვის დიდი მოცულობა და სადაც მოთხოვნა აღემატება მიწოდებას;
  • Gallery Item 1
მოთხოვნის ფასი (demand price, цена спроса)
იხ. ფასი Bid
მონოფსონია (Monopsony, Монопсония)
ბაზარზე წარმოქმნილი სიტუაცია, რომლის დროსაც ერთ ან მცირე რაოდენობის მყიდველს მრავალი გამყიდველი ეწინააღმდეგება და პირიქით;
მხარდაჭერის დონე (support level, Уровень поддержки)
ფასთა გარკვეული დიაპაზონის ქვედა ზღვარი ერთ კონკრეტულ ფასზე;
  • Gallery Item 1
მხარდაჭერის ზონა (support zon, зона поддержки)
ფასთა გარკვეული დიაპაზონის ქვედა არეალი;
მაღალსიხშირული ვაჭრობა (Высокочастотный трейдинг, high frequency trading – HFT)
ვაჭრობის სტილი, რომლის დროსაც სავაჭრო ოპერაციები წამიერად ხდება. ამ ტიპის ვაჭრობისათვის გამოიყენება რობოტები. ის კომპანიები, რომლებიც ამ სტილით ვაჭრობით არიან დაკავებულები, უზუსტობის მაქსიმალურად თავიდან აცილების მიზნით, ცდილობენ თავიანთი ოფისები დილერებისა და ბროკერების სერვერებთან რაც შეიძლება ახლოს განათავსონ;
მოცულობა (Volume, Объем)

აქტივის საერთო რაოდენობა, რომელიც ივაჭრება ერთ კონკრეტულ მომენტში;

  • Gallery Item 1

ნ

ნორმალური სავაჭრო პირობები (Normal market conditions, Нормальные рыночные условия)
ბაზრის მდგომარეობა, როდესაც დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები:

ა) სავაჭრო ტერმინალზე კვოტირებების მიწოდებისას საგრძნობი წყვეტის არარსებობა;

ბ) ფასთა გამალებული დინამიკის არარსებობა;

გ)ფასთა შორის არსებითი წყვეტის არარსებობა;

ო

ოვერნაითი (Overnight, Овернайт)
იგივე სადილინგო ცენტრი. ვაჭრობაში ჩართული მხარე, რომელიც გარიგებისას კლიენტის კონტრაგენტატ წარმოდგება. ტრეიდერთა შორის მათ ხშირად იხსენიებენ ტერმინით "სამზარეულო“ ან „აკვარიუმი";
ოლიგოპოლია (Oligopoly, Олигополия)
ბაზარზე წარმოქმნილი სიტუაცია, რომლის დროსაც ერთ ან მცირე რაოდენობის გამყიდველს მრავალი მყიდველი ეწინააღმდეგება;
ორდერი (Order, Ордер)
ვაჭრობის მონაწილის - ტრეიდერის - დოკუმენტალურად დადასტურებული განკარგულება ამა თუ იმ ფასზე გასაყიდად ან საყიდლად პოზიციის გახსნაზე, რომელიც სისტემაში რეგისტრირდება;
ორდერების ჭიქა (Market Depth, стакан цен)
საბირჟო ტერმინალში ასახული განთავსებული ორდერების რიგი, სადაც ჩანს ფასის მახლობლად ტრეიდერების მიერ განთავსებული ორდერების მოცულობები;
ორმაგი მწვერვალი (Double Top, Двойная вершина)
ტექნიკური ანალიზის ფიგურა, რომლის დროსაც ფინანსური ინსტრუმენტი ორჯერ ავიდა გარკვეულ დონემდე და შემდეგ კვლავ ჩამოვიდა ქვემოთ;
ორმაგი ძირი (Double Bottom, Двойное дно)
ტექნიკური ანალიზის ფიგურა, რომლის დროსაც ფინანსური ინსტრუმენტი ორჯერ ჩავიდა გარკვეულ დონემდე და შემდეგ კვლავ ამოვიდა ზემოთ;
ოფშორი (Offshore, Оффшор)
ზონა, სადაც შეღავათიანი საგადასახადო სისტემა მოქმედებს ან საერთოდ არ არის გადასახადები;
ოვერფიტინგი (overfitting, Оверфиттинг)
სავაჭრო სისტემის ოპტიმიზირება ანუ როდესაც ისტორიული მონაცემების საფუძველზე ხდება სავაჭრო სისტემაში ცვლიელბების შეტანა. ზოგადად, ამ დროს ისტორიაზე სისტემა დადებით შედეგს აჩვენებს, ხოლო რეალურ დროში გაშვებისას არაეფექტური ხდება;
ოფციონი (option, Опцион)
ინსტრუმენტი, რომელიც მის მფლობელს აძლევს უფლებას მაგრამ არ ავალდებულებს იყიდოს ან გაყიდოს ფინანსური ინსტრუმენტი გარკვეულ დროში წინასწარ დათქმული პარამეტრებით;

რ

რისკების კონტროლი (Risk Control, Контроль рисков)
ვაჭრობისას დადგენილი წესების გამოყენება დანაკარგის მინიმალიზების მიზნით;
რისკმენეჯმენტი (Risk management, Управление рисками)
იხ. რისკების კონტროლი;
რექვოთი
ეს არის მომენტი, როდესაც ფორექს ბროკერი ბლოკავს თვენს გახსნილ ორდერს და თავის დროს, როცა კი უნდა დახუროთ პოზიცია არ გახურინებთ. როდესაც თქვენ ვეღარ აკონტროლებთ თქვენს ორდერს.

ს

საბაზისო ვალუტა (base currency, Базовая валюта)
სავალუტო წყვილში პირველი ვალუტა. სავაჭრო გარიგება კვოტირების ვალუტისათვის ხორციელდება საბაზისო ვალუტით;
საბირჟო სპეკულაცია (Speculation ან speculations amounting, Спекуляция биржевая)
ბირჟაზე განხორციელებული გარიგებები, რომლის მიზანს წარმოადგენს მხოლოდ ფასთა სხვაობის შედეგად მოგების მიღება;
სადილინგო ცენტრი (Dealing center, Дилинговый центр)
კომპანია, რომელიც სავალუტო ბაზარზე, კლიენტების განაცხადების ერთობლობის საშუალებით, პოზიციის გახსნაზე წვდომას იძლევა; იხ.დილერი.
სავალუტო კვოტირება (Exchange quotation, Валютная котировка)
უცხო ვალუტის კურსის დადგენა ქვეყნის ვალუტასთან მიმართებაში ამავე ქვეყნაში მოქმედი კანონმდებლობისა და წესების საფუძველზე. ვალუტის კვოტირება წარმოებს სახელმწიფო ან მსხვილი კომერციული ბანკების მიერ;
სავალუტო კროსწყვილი (Cross currency pairs, Кроссовая валютная пара)
სავალუტო წყვილი, რომლის არც ერთი შემადგენელი არ წარმოადგენს საბაზისო ვალუტას მოცემულ სავალუტო ბაზარზე; სხვაგვარად რომ ვთქვათ, კროსწყვილი იმგვარი სავალუტო წყვილია, რომლის შემადგენელიც ა. შ. შ.‑ის დოლარი არ არის. სავალუტო კროსწყვილის მაგალითებია: EUR/JPY, GBP/JPY, EUR/GBP, EUR/CHF და ა. შ.;
სავალუტო უზრუნველყოფა (Currency security, Валютное обеспечение)
ფულად-საფინანსო სისტემა, რის თანახმადაც ოქროში კონვერტირებადი ვალუტა (ეს განსაკუთრებით ეხება ა. შ. შ.‑ის დომარს), ნაციონალური ფულის მასის დასაფარავად და სახელმწიფოთაშორისო გარიგებებში გამოიყენება;
სავალუტო წყვილი (Currency pair, Валютная пара)
ორი სახის ვალუტა, რომლებიც სავალუტო კურსს ქმნიან და სავაჭრო ოპერაციის ობიექტს წარმოადგენენ;
სავაჭრო ანგარიში (trading account, торговый счет)
სპეციალური პირადი ანგარიში, რომელსაც კლიენტი ხსნის კომპანიაში, სადაც კომპანიისა და კლიენტის იმ ვალდებულებათა აღწერა მიმდინარეობს, რომლებიც არსებული შეთანხმების საფუძველზე გარიგებათა დროს წარმოიშობა;
სავაჭრო ოპერაცია (trading operation, Торговая операция)
კლიენტის მიერ რომელიმე ინსტრუმენტის ყიდვა ან გაყიდვა;
სავაჭრო პლატფორმა (trading platform, Торговая платформа)
პროგრამული და ტექნიკური საშუალებების ერთობლიობა, რისი საშუალებითაც ფინანსურ ბაზარზე რეალურ რეჟიმში არსებული ვაჭრობის შესახებ ინფორმაციის მიღება, სავაჭრო ოპერაციების წარმოება, კლიენტსა და დილერს შორის ურთიერთვალდებულებათა ხერხდება. არსებული რეგლამენტის გათვალისწინებით, სავაჭრო პლატფორმა შედგება კლიენტის ტერმინალისა და სერვერისაგან;
სავაჭრო რობოტი (Expert Advisor, Советник)
სავაჭრო ანგარიშის მართვის ალგორითმი, რომელიც დაწერილია MetaQuotes Language 4 ან MetaQuotes Language 5 სპეციალურ ენაზე. სავაჭრო რობოტი კლიენტის ტერმინალის საშუალებით სერვერზე აგზავნის ბრძანებებს, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ვაჭრობა;
საკრედიტო მხარი (Leverage, Кредитное плечо)
კრედიტი, რომელსაც ბროკერი აძლევს ტრეიდერს, რისი საშუალებითაც ტრეიდერს შეუძლია გაზარდოს სახსრები ფინანსური ოპერაციის ჩასატარებლად; კრედიტი სავაჭრო პოზიციის გახსნისას მიიღება;
საპროცენტო განაკვეთი (Discount rate, Процентная ставка)
ცენტრალური ბანკის მიერ დაწესებული მაჩვენებელი სხვა საკრედიტო დაწესებულებებისათვის. საპროცენტო განაკვეთის საშუალებით ცენტრალურ ბანკს ეძლევა საშუალება გავლენა მოახდინოს კომერციული ბანკების საპროცენტო განაკვეთებზე. საპროცენტო განაკვეთით ცენტრალური ბანკი გავლენას ახდენს ქვეყანაში ინფლაციის დონეზე და ეროვნული ვალუტის კურსზე. საპროცენტო განაკვეთის დაწევის შედეგად იზრდება საქმიანი აქტიურობა და იზრდება ინფლაცია. ამისაგან განსხვავებით კი, საპროცენტო განაკვეთის ზრდა იწვევს საქმინი აქტიურობის დაწევასა და ეროვნული ვალუტის გამყარებას;
საწყისი მარჟა (Initial margin, Начальная маржа)
გახსნილი პოზიციის მხარდასაჭერად კომპანიის მიერ მოთხოვნილი ფულადი უზრუნველყოფა;
სვოპი (swap – storage, Своп)
ტრეიდერის მიერ გახსნილი პოზიციის მომდევნო დღეს გადატანის გამო სავაჭრო ანგარიშზე დამატებული ან გამოკლებული სახსრები;

ს

სკალპინგი (Scalping, Скальпинг)
ფასთა მინიმალური ცვლილებების ფონზე მოგების გამომუშავების სტრატეგია;
სერვერის ლოგ-ფაილი (Server log file, Лог-файл сервера)
სერვერის მიერ შექმნილი ფაილი, რომლის პროტოკოლშიც წამის სიზუსტითაა ასახული კლიენტის მიერ დილერისადმი გაგზავნილი ყველა მოთხოვნა და მათი დამუშავების შედეგები;
სპაიკი (Spike, Спайк)
მოცემული ფასიდან მნიშნელოვან მანძილზე არასაბაზრო კვოტირებათა მასიური გამოსროლა (ჩვეულებრივ აღემატება სპრედს), რის შედეგადაც ფასი სწრაფად მიდის ერთი მიმართულებით და ასევე სწრაფადვე ბრუნდება უკან. სპაიკი ზოგჯერ დროის გარკვეულ მომენტში მეორდება ხოლმე, რაც რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდეც კი შეიძლება გაგრძელდეს. ამ დროს გრაფიკზე წვეტისებური ფიგურა ფიქსირდება. აღნიშნულის გამო, სპაიკის მაგივრად შეიძლება გამოვიყენოთ სინონიმური ტერმინი „წვეტი,“ რაც ძლიერ ხელოვნურია.
სპრედი (spread, Спред)
Ask და Bid ტიპის კვოტირებათა შორის არსებული განსხვავება, რომელიც გამოსახულია პუნქტებში;
სრული დამთავრებული ტრანზაქცია (Complete transaction, Полная законченная транзакция)
ერთნაირი მოცულობის მქონე ორი ურთიერთსაწინააღმდეგო სავაჭრო ოპერაცია (პოზიციის გახსნა და პოზიციის დახურვა): ყიდვა შემდგომი გაყიდვით ან გაყიდვა შემდგომი ყიდვით;
სტეიტმენტი
სტეიტმენტი ეს არის, ტრეიდერის ნავაჭრის ისტორია რომელსაც ძირითადად სავაჭრო ტერმინალი ქმნის, როგორც მონაცემთა ბაზა, სადაც გამჭირვალედ ჩანს ტრეიდერის პოზიციების, გახნა-დახურვის ფასი, გახსნა დახურვის დრო, თარიღი, შედეგი ვალუტაში, შედეგი პროცენტებში და ა.შ
სტოპ ბრძანება
იხ. დანაკარგის ფიქსირება;
სტოპ ორდერით გაყიდვა (Sell Stop, Сел стоп)
ტრეიდერის მიერ გაცემული მოთხოვნა, პოზიცია გახსნილ იქნას გაყიდვაზე Bid ფასის მიხედვით, რომელიც ტოლია ან ნაკლებია იმ ფასზე, რაც ორდერშია მოცემული. ამასთან, ფასი მოცემულ მომენტში მეტი უნდა იყოს ორდერში მითითებულ ფასზე. ზოგადად, ამ ტიპის ორდერს გადადებენ იმ განაზრახით, რომ ინსტრუმენტი გარკვეულ ფასამდე დასვლის შემდეგ გააგრძელებს კლებას;
სტოპ ორდერით ყიდვა (Buy Stop, Бай Стоп)
ტრეიდერის მიერ გაცემული მოთხოვნა, პოზიცია გახსნილ იქნას ყიდვაზე Ask ფასის მიხედვით, რომელიც ტოლია ან მეტია იმ ფასზე, რაც ორდერშია მოცემული. ამასთან, ფასი მოცემულ მომენტში ნაკლები უნდა იყოს ორდერში მითითებულ ფასზე. ზოგადად, ამ ტიპის ორდერს გადადებენ იმ განაზრახით, რომ ინსტრუმენტი გარკვეულ ფასამდე ასვლის შემდეგ გააგრძელებს ზრდას;
სუფთა პოზიცია (Net position, Чистая позиция)
არალიკვიდირებული პოზიციის მოცულობა; სხვაგვარად რომ ვთქვათ, პოზიციის ღირებულება, რომელშიც არ შედის ის ხარჯები, რაც პოზიციის გახსნისა და დახურვის შედეგად ჯამდება.
სანთელი (Candle, Свеча)

გრაფიკზე დატანებული ვერტიკალური ელემენტი, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში ფასის ოთხ პარამეტრს გვიჩვენებს: ფასის რა მაჩვენებელზე გაიხსნა სანთელი (open, открытие), ფასის რა მაჩვენებელზე დაიხურა სანთელი (close, закрытие), ფასის რა მაქსიმალურ მაჩვენებლამდე მივიდა სანთელი (high, максимум), ფასის რა მინიმალურ მაჩვენებლამდე მივიდა სანთელი (low, Минимум); გრაფიკზე შეიძლება სანთლის ნაცვლად გამოყენებულ იქნას ისეთი ვერტიკალური ელემენტი, როგორიცაა ბარი, რითაც არსი არ იცვლება; იხ. ბარი;

  • Gallery Item 1
  • Gallery Item 1
სავაჭრო სესია (trading session, торговая сессия)

სავაჭრო დღის შიგნით მონიშნული დროის მონაკვეთი, რომლის დროსაც ესა თუ ის ფინანსური ცენტრი თუ რეგიონია აქტიური. გამოიყოფა სამი ძირითადი სავაჭრო სესია: აზია‑წყნარი ოკეანის, ევროპული და ამერიკული;

  • Gallery Item 1
საკომისიო (Commission, Комиссия)
გადასახადი, რომელსაც ტრეიდერი უხდის ბროკერსა თუ ბირჟას იმისათვის, რომ შეძლოს სავაჭრო ოპერაციის განხორციელება;
სარკისებური დონე (Mirror level, Зеркальный уровень)
- მხარდაჭერის დონე, რომელიც ფასის გარღვევის შემდეგ იქცევა წინაღობვის დონედ ან პირიქით;
  • Gallery Item 1
საჰაერო დონე
დონე, რომელიც სათავეს არ იღებს ისტორიიდან და მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთზე შეუძლია დონის ჩამოყალიბება
  • Gallery Item 1

პ

პატერნი (pattern, Паттерн)
გრაფიკული ან ინდიკატორული მოდელი, რომელიც ფასის გარკვეული მოძრაობის შედეგად კვალს ტოვებს გრაფიკზე;
პროპტრეიდინგი (proprietary trading, Проп-трейдинг)
ფინანსურ ბაზარზე კომპანიის მონაწილეობა საკუთარი კაპიტალით. ის კერძო ტრეიდერებს აძლევს თანამშრომლობის საშუალებას, რომლის დროსაც გარკვეული პირობებისა და წესების დაცვით საუკეთესო ტრეიდერებს საკუთარ კაპიტალს აბარებს სავაჭროდ;
პროფიტფაქტორი (profit-factor, Профит-фактор)

საერთო მოგების მიმართება საერთო დანაკარგთან;

ტ

ტექნიკური ანალიზი (Technical Analysis, Технический анализ)
ფასის გრაფიკისა და ტექნიკური ინდიკატორების გამოყენებით ბაზარზე არსებული სიტუაციის გაანალიზება;
ტრანზაქცია (transaction, Транзакция)
სავაჭრო ოპერაციათა ერთობლიობა, რომლის დროსაც საბაზისო ვალუტიდან სახსრები გადადის კვოტირების ვალუტაში და პირიქით;
ტრეიდერი (Трейдер, Trader)
პირი, რომელიც ფინანსური მოგების მიზნით ვაჭრობს ბირჟაზე ან Forex-ის ბაზარზე;
ტრენდი (Тренд, Trend)

ფასის მოძრაობის საერთო მიმართულება;

  • Gallery Item 1
ტრენდის ხაზები (Trend lines)
ფინანსური ინსტრუმენტის გრაფიკზე გავლებული სწორი ხაზები, რომლებიც აღმავალი ტრენდის დროს ივლება მინიმუმების, ხოლო დაღმავალი ტრენდის დროს მაქსიმუმების გასწვრივ. ტრენდის ხაზების მეშვეობით ზოგიერთი ტრეიდერი ტრენდის მიმართულებას საზღვრავს. მათთვის ფასის მიერ ტრენდის ხაზის გადაკვეთა ტრენდის მიმართულების სავარაუდო შეცვლის სგინალს წარმოადგენს;
  • Gallery Item 1
ტაიმფრეიმი (timeframe, Таймфрейм)

დროის გარკვეულ მონაკვეთში ფასის მოძრაობის ასახვა გრაფიკზე რომელიმე ვერტიკალური ელემენტით - ბარით ან სანთლით. იხ. ბარი, სანთელი;

  • Gallery Item 1

ფ

ფასი Ask (Ask price, Аск цена)
ასევე ეწოდება მიწოდების ფასი. ეს გახლავთ ის ფასი, რომელზეც გამყიდველი თანახმაა გაყიდოს; ბირჟაზე ორდერების ჭიქაში აქტივის გაყიდვა ხდება საუკეთესო Ask ფასზე; Ask ფასზე ლიმიტური გამყიდველი (Sell Limit) მიერ გასაყიდად გამოსულ აქტივს ყიდულობს მარკეტ მყიდველი (Bay Market);
ფასი Bid (Bid price, Бид цена)
ასევე ეწოდება მოთხოვნის ფასი. ეს გახლავთ ის ფასი, რომელზეც მყიდველი თანახმაა იყიდოს. ბირჟაზე ორდერების ჭიქაში აქტივის ყიდვა ხდება საუკეთესო Bid ფასზე; Bid ფასზე ლიმიტური მყიდველის (Bay Limit) მიერ საყიდლად მოთხოვნილ აქტივს ყიდის მარკეტ გამყიდველი (Sell Market);
ფასის გავარდნა (Breakout, Брейкаут)
ფინანსური ინსტრუმენტის მკვეთრი მოძრაობა, რის შედეგადაც ფასი პირობითი საზღვრის მიღმა გადის. ეს საზღვარი შეიძლება იყოს მხარდაჭერის ან წინაღობვის დონე, კონსოლიდაციის არე და სხვ.;
ფასის კლასტერი (Price cluster, Ценовой кластер)
ა) ფასის დონე გარკვეულ ნიშნულზე, სადაც მოცემულია ამ ფასზე წარმოებული გარიგების მოცულობითი, ან დელტა მაჩვენებელი;

ბ) ფასის დონე გარკვეულ ნიშნულზე, რის დროსაც ერთმანეთს ემთხვევა მისი შებრუნების ორი ან მეტი ტექნიკური ინდიკატორის მაჩვენებელი. ამასთან, მიიჩნევენ, რომ რაც უფრო მეტია დამთხვევა, მით უფრო დიდი ალბათობაა ფასის შემობრუნებისა;
ფასთაშორისი წყვეტა (Price gap, Ценовой разрыв)
- როდესაც მიმდინარე კვოტირების Bid აღემატება წარსული კვოტირების Ask-ს ან პირიქით, როდესაც მიმდინარე კვოტირების Ask აღემატება წარსული კვოტირების Bid -ს; იხ. ასევე - „გეპი;“
ფასთაშორისი წყვეტა ბაზრის გახსნისას (Price gap at the market opening, Ценовой разрыв на открытии рынка)
ბაზრის გახსნისას კვოტირების Bid აღემატება ბაზრის დახურვის კვოტირების Ask-ს ან პირიქით, როდესაც ბაზრის გახსნისას კვოტირების Ask აღემატება ბაზრის დახურვისას კვოტირების Bid -ს;
ფორსმაჟორი - (Force majeure, Форс-мажор)
მოვლენა, რომლის არც გათვალისწინება და არც თავიდან არიდება იყო შესაძლებელი. როგორც წესი, ამგვარი ვითარება დგება ბაზარზე სტიქიური უბედურობის, ომის, ტერორისტული აქტის, მთავრობის მოულოდნელი გადაწყვეტილების, ჰაკერული თავდასხმის ან სერვერზე ნებისმიერი სახის უკანონო ქმედების განხორციელების შემთხვევაში;
ფასი OHLC (price OHLC, цена OHLC)
ფასის ოთხი მაჩვენებელი, რომელიც მიუთითებს, თუ ბარი ან სანთელი რა ფასზე გაიხსნა (open, открытие),  რა ფასზე დაიხურა (close, закрытие), რა ფასზე მიაღწია მაქსიმალურ მნიშვნელობას (high, максимум) და რა ფასზე მიაღწია მინიმალურ მნიშვნელობას (low, закрытие);
ფლეტი (flat, Флэт)

ფასთა გარკვეულ დიაპაზონში მოქცეული მოძრაობა, რომლის საზღვრებიდანაც ფასი არ გადის. ფლეტს სხვაგვარად მიწოდება-მოთხოვნის ბალანსსაც უწოდებენ;

  • Gallery Item 1
ფუნდამენტალური ანალიზი (fundamental analysis, фундаментальный анализ)

ფასის მოძრაობისა და სამომავლო მიმართულებით წასვლის პროგნოზირების საშუალება, რომლის დროსაც განიხილავენ სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და მსოფლიო მაკროეკენომიკურ მაჩვენებლებს;

ფიუჩერსი (future, Фьючерс)

კონტრაქტი, რომლის საფუძველზეც ფიუჩერსის გამყიდველი ვალდებულია ფიუჩერსის მყიდველს კონკრეტულ ვადაში მიაწოდოს საბაზისო აქტივი წინასწარ დათქმულ ფასში;

ღ

ღია ინტერესი (Open Interest, открытый интерес)
შეუსრულებელი კონტრაქტების ერთობლიობა. თუკი ტრეიდერის მიერ გახსნილია პოზიცია ყიდვაზე და მას არავინ მიჰყიდა ან პირიქით, ტრეიდერის მიერ გახსნილია პოზიცია გაყიდვაზე და მისგან არავინ იყიდა, მაშინ მისი პოზიცია ღიად რჩება. სწორედ ამგვარ პოზიციათა ერთობლიობას ეწოდება ღია ინტერესი

ც

ცრუგარღვევა (False Breakout, Ложное пробитие)
მონიშნული დონის მიღმა ფასის ხანმოკლე გასვლა და კვლავ ამ დონის ქვეშ (ზევით) შემობრუნება;
  • Gallery Item 1

შ

შორტი (short, Шорт)

პოზიციის გახსნა გაყიდვაზე. აღნიშნულ პოზიციას ეს ტერმინი მიეკუთვნა იმის გამო, რომ ალბათობის აღმავალი ტრენდის გადატეხვა ნაკლებად მოსალოდნელია. შესებამისად ფასის დაღმა სვლა მოკლევადიან პერსპექტივაში არის აქტიური;

წ

წვეტი (Spike, Шип)
გრაფიკზე წარმოქმნილი ფასის მაქსიმუმი ან მინიმუმი, რომელიც საგრძნობლად მაღლა ან დაბლაა ზოგადად მანამდე დაფიქსირებულ მაქსიმუმებსა თუ მინიმუმებზე. წვეტი ჩვეულებრივ მიუთითებს ყიდვებისა თუ გაყიდვების კულმინაციაზე და ხშირად ფასის მნიშვნელოვან მაქსიმუმებსა თუ მინიმუმებს აჩვენებენ. გრაფიკზე მას V ფორმის მოდელსაც უწოდებენ, რაც ხშირად ფასის მოძრაობის შემოტრიალების დიდ ალბათობაზე მეტყველებს. ჩვეულებრივ, ფასის მეორე მხარეს წასვლა ისევე მალევე ხდება, როგორც კულმინაციის განვითარება მოხდა;
წინაღობვის დონე (Resistance level, Уровень сопротивления)
ფასთა გარკვეული დიაპაზონის ზედა ზღვარი ერთ კონკრეტულ ფასზე;
  • Gallery Item 1
წინაღობვის ზონა (Resistance zon, зона поддержки)
ფასთა გარკვეული დიაპაზონის ზედა არეალი;

 

ხ

ხარების ტრენდი (Bullish trend, бычий тренд)
იხ. აღმავალი ტრენდი

ჰ

ჰეჯირება (hedging, Хеджирование)
ერთი კონკრეტული ინსტრუმენტით ჩატარებული ფინანსური ოპერაცია, რომლის შედეგადაც ხდება სხვა ინსტრუმენტზე განხორციელებული ფინანსური ოპერაციისას გაწეული რისკის ნაწილობრივი გადაფარვა;
ჰეჯფონდი (hedge-fund, Хедж-фонд)

- ბაზრის ფინანსური მონაწილე, რომლის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა სავაჭრო სივრცეში მოგების მიღება თავისთვის და თავისი კლიენტებისათვის.

OFFICIAL YOUTUBE CHANNEL

ეს გახლავთ ჩვენი ოფიციალური YOUTUBE არხი. სადაც ჩეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ახალ ვიდეო მასალებს. ამისათვის გამოიწერეთ, დააკლიკეთ სარის ღილაკს და თქვენ არ დარჩებით ახალი მასალის გარეშე.
Youtube

FACEBOOK Page

ჩვენი ოფიციალური FACEBOOK გვერდი. რომლის მეშვეობითად  თქვენ გექნებათ საშუალება თვალყური ადევნოთ საიტზე განახლებებს, ახალ სტატიებს ან სხვა მოვლენებს ასევე შეიტყოთ ახალი განცხადებები ჩვენს მიერ.
Facebook

FACEBOOK GROUP

ჩვენი ოფიციალური FACEBOOK ჯგუფი. რომლის მეშვეობითად  თქვენ გაიგებთდახურულ ინფორმაციას რაც ფეისბუქ გვერდზე არ იდება, განცხადებები, ანონსები, გამოკითხვები, კითხვებზე პასუხები და სხვა...
Facebook

Telegram

იმის გამო რომ ჩვენი Facebook ჯგუფი ძირითადად ინფორმაციის მიღების ხასიათის არის. ბევრს სურვილი აქვს დაწეროს და გამოხატოს აზრი, ან გააზიაროს რაღაც ანალიზი, ინფორმაცია და ა.შ. იმისათვის რომ ჩვენთან იყოს ამაზე დისკუსია. ამიტომ ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა შეექმნა ტელეგრამ შესაბამისი ჯგუფი.
Telegram

         

© 2020-2023 TSGroup ყველა საავტორო უფლება დაცულია. http://tsgg.ge/ მიერ. ინფორმაციის ჩვენს გარეშე გავრცელება და პლაგირება არის უხეში საავტორო უფლების დარღვევა რომელიც ისჯება კანონით.